რეგისტრირებული ფაქტები92268
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გრიგოლ (გიგო) სვიმონის ძე რცხილაძე წინააღმდეგი იყო კენჭი ეყარათ პავლე დავითის ძე საყვარელიძის წინადადებისთვის, რომ გამგეობას შუამდგომლობა აღეძრა შესაბამის ორგანოებთან წესდების მეათე მუხლის შესაცვლელად.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ირაკლი ამირაჯიბმა, ბალიაშვილმა, მიხეილ სარაჯიშვილმა, დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძემ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა და სხვა წევრებმა საწევრო გადასახადის შემცირების საკითხის გადასაწყვეტად კენჭისყრა მოითხოვეს.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარის მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე იყო.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის 14 დეკემბრის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრი იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს, დილის 11 საათსა და 20 წუთზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება გახსნა თავმჯდომარის მოვალეობის აღმასრულებელმა, გამგეობის წევრმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წლის 14 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, საზოგადოების საპატიო წევრი იყო ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წლიურ კრებას დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა საზოგადოების საპატიო წევრ ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის გარდაცვალების ამბავი აცნობა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 14 დეკემბერს ავლაბრის სახალხო თეატრში ავქსენტი ცაგარლის მიერ თარგმნილი ოთხმოქმედებიანი დრამა „უმუშევარნი“ წარმოადგინეს.

