რეგისტრირებული ფაქტები87802
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის პირველი განყოფილების რამდენიმე მოსწავლეს გამოცდები აგვისტოში ჰქონდა ჩასაბარებელი. ისინი თუ წარმატებით ჩააბარებდნენ გამოცდებს მათი ადგილი გათავისუფლდებოდა და დამატებით ახალი მოსწავლეების მიღებას შეძლებდნენ.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებელში სწავლის მსურველებს 15 აგვისტოდან უნდა შეეტანათ საბუთები: სწავლის თხოვნა, ბანკის, ასაკისა და აზნაურობის მოწმობა. მოსწავლეების მიღება აგვისტოს ბოლომდე დასრულდებოდა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ყოველკვირეული ლიტერატურული გაზეთ „თეატრის“ გამოწერის მსურველებს განცხადების შეტანა შეეძლოთ თბილისში, რედაქციის კანტორაში, არწუნისეული ქარვასლის N 10-ში. განცხადებას რედაქტორ-გამომცემლის ნაცვლად ხელი მოაწერა ვალერიან ლევანის ძე გუნიამ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის მმართველი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი სოფელ წინამძღვრიანთკარის სასოფლო მეურნეობის სკოლის მზრუნველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ინჟინერი კონრადი ბელგიიდან თბილისში დაბრუნდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 20 ივლისს დიმიტრი იოსების ძე ჯანაშვილმა მაჰმადიანი პოპიაშვილი ქრისტიანად მონათლა და სიმეონი დაარქვა. ნათლობას უამრავი ადამიანი დაესწრო, ნათლობის შემდეგ პოპიაშვილს ხალხი სიხარულისაგან გარს ეხვეოდა.
1886
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1886 წლის 1-ელი ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, წყალობა დანდუროვი მდიდარი ვაჭარი იყო.

