რეგისტრირებული ფაქტები86971
სორტირება თარიღი კლებადობით
1929
ტიპი: ღონისძიება
1929 წელს შიო მღვიმელის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მისი ძმები, გიორგი და სანდრო, სოციალისტებს თანაუგრძნობდნენ.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან ჰაიტის მინისტრსა და ა. ნემურს ჰაიტის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 1929 წლის 1-ლ იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს უნგრეთის ელჩს ფრედერიკ ვილანს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს ავღანეთის ელჩს ჰაბიბულა ტარზის ავღანეთის მეფის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელის გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს საქართველოს მდგომარეობის შესახებ იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმში საქართველოს მდგომარეობის შესახებ აღწერა, რუსეთის მიერ საქარველოს დაპყრობის შემდეგ, როგორი თანაგრძნობით ეპყრობოდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ქვეყნიდან წასულ საქართველოს მოქალაქეებს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა ბათუმიდან ბახვში გაგზავნილი წერილით გიგო შარაშიძეს ალექსანდრე მგელაძის ავადმყოფობის შესახებ შეატყობინა.
1928
ტიპი: თანამდებობა
1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმში კ. დ. მაჭავარიანის შემდეგ სკოლის გამგედ გასპარიანცი დაინიშნა.
1928
ტიპი: გარდაცვალება
1928 წლის 17 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანის გიგო შარაშიძისადმი გაგზავნილი წერილის თანახმად, ბათუმის სკოლის გამგე გასპარიანცი სომხებმა მოკლეს.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმად, ალექსანდრე მაჭავარიანი მისი ძმიშვილი იყო.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც გიორგი მაჭავარიანი და კ. დ. მაჭავარიანი ძმები იყვნენ.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 27 ოქტომბერს მთავრობის დადგენილების აღსრულება დაევალა რაფიელ ივანიცკი-ინგილოს. იგი ევ. გეგეჭკორს სწერს, რომ შესაძლოა იტალიის მთავრობის წარმომადგენელმა მასთან შეხვედრა მოისურვოს, ამ შემთხვევისთვის კი ურიგო არ იქნებოდა შესაფერისი მანდატი ჰქონოდა, როგორც საქართველოს მთავრობის რწმუნებულს. რაფიელ ივანიცკი გეგეჭკორს სთხოვს, რომ ამის თაობაზე საკითხი აღძრას მთავრობაში.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 21 ოქტომბერს ამიერკავკასიის პროლეტმწერალთა პლენუმის გახსნას ესწრებოდნენ: შ. დუდუჩავა, ბენიტო ბუაჩიძე, სანდრო ეული, სუტირინი, ვანადენცი და იურინი.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 10 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს კანადის ელჩ ფილიპე როის მეფე ჯორჯ მეხუთის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელების გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის 1-ელ ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი მადლობას უხდის კანადის მინისტრსა და მის მეუღლეს 2 ოქტომბერს მაკენზი კინგის პატივსაცემად გამართულ ღონისძიებაზე მიწვევისათვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს დასწრებას.

