საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87783

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსი ნიკოლოზის ძე ნინუას ქუთაისში, ჰოსპიტლის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ და ელენე კონსტანტინეს ასულ ჩხეიძეებს ქუთაისში, რიონის მარცხენა სანაპიროზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდათ მიწის ნაკვეთით.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანებით თბილისში სასმელის კონტროლიორებად ივანე პორიშკო, მატვეი გაიდუკოვი და დიმიტრი შვედოვი დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბრძანების თანახმად, ქარხნის უმცროსი კონტროლიორი ალექსანდრე ვაისერი თამბაქოს უფროს საშტატო კონტროლიორად დაინიშნა.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 23 მაისს თელავში ევგენია ჯორჯაძემ ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილის რევოლვერით მოკვლა სცადა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს სოსიკო მაჭავარიანმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები, დაფები და კარადები შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ანტონ ფურცელაძის „სამის თავს გადასავალი“ 5 შაურად იყიდებოდა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ვასილ აკოფოვის წერილი ქუთაისის საბჭოს შესახებ.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მიხეილის ძე მორთულაძე პორუჩიკი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ა. გელოვანი კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების სტუდენტი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს შმიტი პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს მ. ი. მრევლიშვილმა თიანეთის ადმინისტრაციას ხევსურების სალოცავის, იახსარის ხატის დანგრევა სთხოვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ამიერკავკასიის სააქციზო სამმართველოს ბუღალტერი სერგეი კულიკი სააქციზო სასმელის უფროს საშტატო კონტროლიორად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს ბრძანებით ბაქოს ვაჟთა პირველი გიმნაზიის ინსპექტორი ილია ჯიშკარიანი გორის მაზრის მიხაილოვის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სოფიო გალუსტას ასულ მიანსაროვს ერევანში სართულნახევრიანი სახლი ჰქონდა ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე ჩურიკოვი დიმიტრი ჩურიკოვის დაჭრის ბრალდებით დააპატიმრეს.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოს დროებითმა განყოფილებამ თელავში ევგენია ჯორჯაძის საქმის განხილვა დაიწყო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ვასილ კიკნაძემ თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1 იანვრიდან, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად, გიორგი ეფრემოვი თამბაქოს განყოფილების უფროს კონტროლიორად დაინიშნა.

1889

ტიპი: გარდაცვალება

1889 წლის მარტში სოფ. საჭილაოში ივანე ვახტანგის ძე ასათიანი მოკლეს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს თბილისის საფოსტო კანტორაში ფოსტალიონებად დაინიშნენ კარაპეტ სარქისოვი, პროხორ გონჩარ-კაფელნიკოვი და ლუკა ბორისოვი.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ალექსანდრე ნასიძე ცხინვალში მღვდელი იყო.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 1 იანვრიდან, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად,დიმიტრი თუმანოვი და ვალერი იანუშევსკი სასმლის უმცროს შემმოწმებლებად დაინიშნენ.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის პირველი იანვრიდან ფარნაოზ ფიჩხაია, ამიერკავკასიის სააქციზო განყოფილების ბრძანების თანახმად, სასმელის უმცროს შემმოწმებლად დაინიშნა.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 1 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც მიიღეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუღელმა.