რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ანტონ ფურცელაძემ სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას წიგნი „ავაზაკნი“ აჩუქა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ბალაევმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას კრებული „ანდაზები“ შესწირა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილმა სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას კრებული „ქართული ანდაზები“ შესწირა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოლ. დიდებულიძემ სოფ. ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას თავისი ნათარგმნი სტატიები შესწირა.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში სეით გაბრიელის ძე გამრეკელი წერდა, რომ მოსკოვში მყოფმა ქართველმა სტუდენტებმა სოფელ ხელთუბნის სკოლის ბიბლიოთეკას შესწირეს წიგნები: „მამულის საერთო მფლობელობაზედ“, „გლახის ნაამბობი“, „სალამური“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ბანჯგვლიანის ფუტკრის ამბავი“.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში მდებარე ძველი მაჰმადიანური სასაფლაოს ტერიტორიის ქალაქის კუთვნილებაში გადასვლით ზოგიერთმა მოქალაქემ მიწა დაკარგა, რადგან ის ადგილები ამ ადამიანების წინაპრების სასაფლაოებს ეკავა. ნინოშვილის აზრით, ეს უკანონო საქციელი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 19 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ეგნატე ნინოშვილი წერდა, რომ ბათუმში ნურიის ტერიტორიის მახლობლად მოშენებულ ადგილას ადგილობრივ მმართველობას ქუჩები და განათება არ ჰქონდა მოწესრიგებული, არც წყალი იყო გაყვანილი. ახალმოსახლეები ამბობდნენ, რომ ყველა ეს პირობა ძალიან სჭირდებოდათ საცხოვრებლად.

