რეგისტრირებული ფაქტები87770
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იაგორ ყულიჯანის ძე ყულიჯანოვს თბილისში, ავჭალის ქუჩაზე, თითო ორსართულიანი და ერთსართულიანი ფლიგელი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხის თბილისში მდებარე 11 860 კვადრატულ საჟენ მიწას.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ ზაქარიას ძე მანუჩაროვს ავლაბარში ორი ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ზაქარიას ძე მანუჩაროვის თბილისში მდებარე ორ ორსართულიან სახლს ორი ორსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის ქალთა საბჭოს სხდომაზე მარიამ რუბანი ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ არტემის ასულ მელიქოვს თბილისში, წყლისპირის ქუჩაზე, ორსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ეკატერინე გრიგოლის ასულ მესხს თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, 11 860 კვადრატული საჟენი მიწა ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თელავის მაზრის უფროსმა ნიკოლოზ ჩოლოყაშვილმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 იანვარს სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით გაუქმდა 1917 წლის 25 იანვრის ბრძანება თბილისის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებლის, ნ. ჩიგოგიძის მიხაილოვოს ვაჟთა გიმნაზიის დირექტორად დანიშვნის შესახებ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 5 მარტს კირილე მამისოვი სოფ. წილკნის მოსახლეობას სწავლა-განათლების საჭიროებაზე ესაუბრა და აუხსნა, რამდენად საზარალო იყო, რომ წილკანს სკოლა არ ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 7 მარტს თბილისში ნიკოლოზ ლაზარევმა დიმიტრი ოვჩინიკოვს დანით სამი ჭრილობა მიაყენა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 იანვრის სახალხო განათლების სამინისტროს განცხადებით, ქუთაისის საერობო სასწავლებლების დირექტორის თანამდებობაზე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ მგელაძე დაამტკიცეს.
1883
ტიპი: ნასამართლეობა
1883 წლის 6 მარტს თბილისის ოლქის სასამართლომ დავით ვახვახიშვილს 1 თვით დაპატიმრება მიუსაჯა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კირილე მამისოვი სოფ. წილკნის მღვდელი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სასულიერო მთავრობამ ესტატე ცხვედაძეს სოფ. სამთავისის ამაღლების ტაძრის შეკეთება დაავალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 2 თებერვალს დანიშნული თბილისის ნაფიც ვექილთა საბჭოს არჩევნებისთვის წარდგენილი საბუთების მიხედვით თბილისის სასამართლო ოლქში შესაბამისი კანდიდატურები აღმოჩნდნენ: ბ. ი. იელაგიანი, ს. გ. ტერტეროვი, ი. ნ. სტეპანოვი, ვ. ი. წოვიანოვი.

