საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90467

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის სექტემბრიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე ბაქოდან თბილისში დაბრუნდა და საქართველოს გასაბჭოებამდე პროფკავშირებში მუშაობდა.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის მაისიდან ილარიონ სამსონის ძე გიორგაძემ არალეგალური მენშევიკური საქმიანობა დაიწყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 24 დეკემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ, ნიკოლოზ ელიავამ, ივანე გომართელმა, კონსტანტინე ჯაფარიძემ და საზოგადოების სხვა წევრებმა ყვარელში სახალხო სამკითხველოს გახსნის საკითხი განიხილეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფ. ცხინვალის დროებითმა მცხოვრებმა თბილისელმა გიგუცა არუთინოვმა მამა დანით მძიმედ დაჭრა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა არუთინ მელქონის ძე არუთინიანცის თბილისის გუბერნიაში მდებარე 583 დესეტინა სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნინო ესტატეს ასულ თარხან-მოურავის სათარხნოში მდებარე 217 დესეტინასა და 1825 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ალექსი ივანეს ძე ბოლოტოვს რამდენიმე მოწილესთან ერთად ბორჩალოს მაზრაში 3311 დესეტინა და 550 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები და სათიბები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე ივანეს ძე იარალოვის ცხინვალში მდებარე 12 დესეტინასა და 1211 კვადრატულ საჟენ ბაღსა და სახნავ-სათეს ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსი ივანეს ძე ბოლოტოვისა და მისი მოწილეების ბორჩალოს მაზრაში მდებარე 3311 დესეტინასა და 550 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს ადგილებს, საძოვრებსა და სათიბებს.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნინო ესტატეს ასულ თარხან-მოურავს სათარხნოში 217 დესეტინა და 1825 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი ადგილები, საძოვრები და სათიბები ჰქონდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანის მიერ შედგენილი გეომეტრიის პირველი ნაწილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიაში ორ აბაზად უნდა გაეყიდათ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე დავითაშვილმა ზემო ნიქოზის ტაძრის შესაკეთებლად რამდენიმე ადამიანს შემწეობა სთხოვა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თეოდორე პეტრეს ძე ბელიაევმა ზემო ნიქოზის წმინდა რაჟდენის სახელობის ტაძარს 65 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ამირხანოვს ყალბი ფულის გაკეთება ედებოდა ბრალად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვოლობუევი ბოქაულის თანაშემწე იყო.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 27 მარტს იულია ალექსანდრეს ასულმა ივანოვისამ დარიშხანით თავი მოიწამლა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი იორამის ძე თარხან-მოურავის თერეგვანის თემში, ზემო ხანდაკსა და ახალციხეში მდებარე 953 დესეტინასა და 1325 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე პაატას ძე ქარუმიძის თორტიზაში მდებარე 12 დესეტინასა და 1440 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, სამოსახლო და სავენახე ადგილებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ალექსანდრე ეგნატეს ძე პოლტორაცკის ოქროყანაში მდებარე 148 დესეტინასა და 900 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს, საძოვარ და საბოსტნე ადგილებს, ბაღებსა და შენობებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე პაატას ძე ქარუმიძის თორტიზაში მდებარე 34 დესეტინასა და 1320 კვადრატულ საჟენ სახნავ-სათეს მიწას.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ივანე პაატას ძე ქარუმიძეს თორტიზაში 12 დესეტინა და 1440 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, სამოსახლო და სავენახე ადგილები ჰქონდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ელისაბედ ალექსანდრეს ასულ თარხან-მოურავს გორის მაზრაში 545 დესეტინა და 1645 კვადრატული საჟენი ტყე, სახნავ-სათესი, სამოსახლო ადგილები და სათიბები ჰქონდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა გიორგი და ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე შალიკაშვილების სკრაში მდებარე 394 დესეტინა და 620 კვადრატულ საჟენ ტყეს, შენობებს, სახნავ-სათეს ადგილებსა და სათიბებს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ელისაბედ ალექსანდრეს ასულ თარხან-მოურავის გორის მაზრაში მდებარე 545 დესეტინასა და 1645 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს, სასახლკარე და სათიბ ადგილებს.