რეგისტრირებული ფაქტები90463
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ელისაბედ ხეჩუას ასულ თავშავაძეს ფხვენისში ერთი დესეტინა და 1100 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი მიწა ჰქონდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 29 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილმა ზემო ნიქოზის წმ. რაჟდენის სახელობის ტაძარს 10 მანეთი შესწირა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 24 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ევგრაფ ხოსროევი ქალაქის გამგეობის წევრად აირჩიეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 24 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქუთაისის მესამე სამიჯნო ოლქის სამმართველოს უფროსად თერგის თემის სამიჯნო ოლქის მმართველი ე. გ. სიდამონ-ერისთავი დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელმა გლებოვი თბილისში ყალბი ფულის მომჭრელების პოვნისთვის ექვსასი მანეთით დააჯილდოვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 24 დეკემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქალაქის მესამე ნაწილის ბოქაულმა მრავალჯერადი ქურდობისთვის ვაჭრის შვილი მანასიანცი შეიპყრო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 დეკემბრიდან მსურველებს შეეძლოთ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტისთვის მიემართათ და საიუბილეო დღესასწაულის შესახებ მოსაზრება გამოეთქვათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ოქტომბერს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, კომისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა გიორგი ლასხიშვილის პროექტის განხილვა, გაეუქმებინათ, რადგან მისმა წევრებმა დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბერს თბილისის ოლქის სასამართლოს წევრები ვ. ვ. ბოლდირევი, ე. ჩემესოვი, ნ. ა. ტარსაიძე, ე. ი. ოვსიანიკოვი და ლ. ი. შატბეროვი სისხლის სამართლის საქმეების განსახილველად თელავში უნდა წასულიყვნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 ოქტომბერს ვრასკი და კარნოვიჩი კავკავიდან ეკატერინოდარში გამგზავრებას გეგმავდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 ოქტომბერს ი. დ. უთნელიშვილის მეგობრები და ნათესავები მისთვის გამოსამშვიდობებელი საღამოს მოწყობას გეგმავდნენ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი ეკატერინოდარის ოლქის სასამართლოს თავმჯდომარეს თანაშემწედ დანიშნეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბაკიხანოვმა ფ. ნ. პლევაკოს სასამართლოში მისი დაცვისთვის ათი ათასი მანეთი გადაუხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 6 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის” მიხედვით, ბაკიხანოვმა მირონოვს სასამართლოში მისი დაცვისთვის ხუთი ათასი მანეთი გადაუხადა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 26 მაისს თბილისის სამოსამართლო პალატას სააპელაციო საჩივრის გამო ხელახლა უნდა განეხილა ნაპოლეონ ივანეს ძე ამატუნის საქმე, რომელსაც ქალაქის საურთიერთო ნდობის ბანკში ბოროტმოქმედების ჩადენა ედებოდა ბრალად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 მაისის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სოფელი ბოდბისხევის ახალგაზრდობამ ადგილობრივი ბიბლიოთეკის გახსნა გადაწყვიტა. დახმარების მსურველებს შემოწირულობის გაგზავნა ქალაქ სიღნაღში დიმიტრი ნადირაძის სახელზე შეეძლოთ.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის 2 მაისს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა ეკატერინე ნონიკოვისა და იოსებ მურადოვის საქმე, რომელთაც მევახშეობა ბრალდებოდათ. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად ცნო. ეკატერინე ნონიკოვს ხუთი თვითა და ათი დღით, ხოლო იოსებ მურადოვს ათი თვითა და ოცი დღით პატიმრობა მიუსაჯეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 ოქტომბერს კავკავში ვრასკი და კარნოვიჩი სისხლის სამართლის საქმეების განხილვას აპირებდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 მაისს ე. ლ. ვედენეევი სამსახურის საქმეების გამო პეტერბურგში გაემგზავრა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ საბინინი ფრანგულ ენაზე ნაშრომს ამზადებდა, რომელშიც საქართველოს ეკლესიის შესახებ უნდა ყოფილიყო მოთხრობილი. ამ ნაშრომში მიხეილ საბინინი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკლესია თავიდანვე დამოუკიდებელი იყო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ბათუმის გამგეობამ ახლადგადაკეთებულ ვაჟთა გიმნაზიას დროებითი სადგომი ჩააბარა. ამ ღონისძიებას გიმნაზიის დირექტორი ა. ი. სტოიანოვი ესწრებოდა.

