საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89499

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ 39 სხდომა გამართა. თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი პეტერბურგში ყოფნის გამო მხოლოდ 25 სხდომას დაესწრო, თავმჯდომარის ამხნაგი იოსებ ოცხელი – 28-ს, იაზონ ბაქრაძე კი – 39-ს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წლის მაისიდან ნოემბრამდე მალაქია რაჟდენის ძე მჟავანაძე-მიქელაიშვილი მესაქონლეობის გამომკვლევ ექსპედიციაში მუშაობდა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ანგარიშის მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებისთვის სხვადასხვა დაწესებულებაში შეგროვებული შვიდი ყულაბიდან ყველაზე მეტი თანხა – 104 მანეთი შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭოს მოლარის, დავით როსტომის ძე ჭუბაბრიას ყულაბაში აღმოჩნდა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავ-მუზეუმში ნიკოლოზ ბარათაშვილისა და არჩილ ჯორჯაძის ხსოვნასთან დაკავშირებული ნივთები ინახებოდა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ილიას კაბინეტში ინახებოდა მის გარდაცვალებასთან და აკაკის იუბილესთან დაკავშირებული ნივთები – გვირგვინები, ხატები და საჩუქრები.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, წიგნსაცავ-მუზეუმის კატალოგი შედგებოდა ოთხი განყოფილებისაგან – ხელნაწერების, ქართული ნაბეჭდი წიგნების, რუსულ და სხვა ენებზე ნაბეჭდი წიგნებისა და სიგელ-გუჯრებისაგან.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სექციის დადგენილებით გამოსაცემად მოამზადა XVII საუკუნის ხელნაწერი „იოსების და ზილიხანის ამბავი“.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სამუზეუმო ნივთებისათვის, ხელნაწერებისა და წიგნებისათვის მან ვიტრინები გააკეთებინა, ძველი სიგელ-გუჯრები კი ქრონოლოგიურად დაალაგა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, მან მუზეუმი და წიგნსაცავი ერთმანეთისგან გააცალკევა, სამუზეუმო ნივთები ცალკე დარბაზში მოათავსა, ნაბეჭდი წიგნების ნაწილი ფორმატის მიხედვით დაალაგა და მათთვის ახალი კატალოგი შეადგინა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სექციის დადგენილებით, მან მუზეუმისთვის მოსე თოიძისაგან სამი სურათი (ტფილისის ტიპები) შეიძინა.

1913

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა სექციის დადგენილებით მუზეუმისთვის დავით კაკაბაძისაგან ორი სურათი (სოლომონ მეფე და აველის სტილზე ნახატი მონადირე) შეიძინა.

1913

ტიპი: ავტორობა

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, სექციის დადგენილებით მუზეუმ-წიგნსაცავიდან ლაიფციგში, მსოფლიო გამოფენაზე, საუკეთესო ხელნაწერებისა და მინიატურების სურათები და ზოგიერთი ძველი და ახალი ნაბეჭდი წიგნები გაგზავნეს.

1913

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, სამუზეუმო განყოფილების მოვალეობა იყო: წიგნსაცავისა და მუზეუმის ხელნაწერებით, წიგნებითა და სხვა საჭირო ნივთებით შევსებაზე ზრუნვა; წიგნსაცავისა და მუზეუმის სისტემატიური კატალოგის შედგენა; წიგნსაცავსა და მუზეუმში შემსვლელთათვის წესების შედგენა; ურთიერთობა ჰქონოდა ისეთ პირებთან, რომლებიც იკვლევდნენ კავკასიის, კერძოდ, საქართველოს წარსულს. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, იმ საკითხების შესახებ, რომელთა გადაწყვეტაც განყოფილების უფლებას აღემატებოდა გამგეობას უნდა მოხსენებოდა. თითოეულ განყოფილებას დაწვრილებით უნდა შეედგინა სხდომების ოქმები და არაუგვიანეს ყოველი წლის 15 იანვრამდე მოქმედების ანგარიშთან ერთად გამგეობისთვის წარედგინა განსახილველად. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, თითოეულ განყოფილებას დამოუკიდებლად უნდა გადაეწყვიტა საკითხები, რომლებიც მათ დებულებაში იყო აღნიშნული და არ დაეხარჯა იმაზე მეტი, რაც გადადებული იქნებოდა მათთვის. ასევე თითოეულ განყოფილებას შემოსული თანხები (სპეციალური თანხის მისამატებლად) გამგეობისთვის უნდა წარედგინა. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში გამგეობის თავმჯდომარის მოწვევით ორი ან მეტი განყოფილების შეერთებული სხდომა უნდა გამართულიყო, რომლის თავმჯდომარე თავად გამგეობის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე იქნებოდა. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1913

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, თითოეულ განყოფილებას დასახმარებლად მცოდნე პირი შეეძლო მოეწვია. თითოეული განყოფილება, საადმინისტრაციოს გარდა, ირჩევდა თავმჯდომარის მოადგილეს და მის მდივანს. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, საადმინისტრაციო განყოფილების (სექციის) შემადგენლობაში შედიოდნენ: საზოგადოების თავმჯდომარე, მისი მოადგილე, მდივანი, მოლარე, უძრავ ქონებათა გამგე, იურისტი და გამგეობის ორი წევრი (გამგეობის არჩევით). ხოლო სხვა განყოფილებები გამგეობის თითო და საზოგადოების ხუთ-ხუთი წევრისგან შედგებოდა. განყოფილებებს თავმჯდომარეობდნენ გამგეობის წევრები.

1913

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, სპეციალური საკითხების შესასწავლად და განსახორციელებლად გამგეობასთან ერთად საადმინისტრაციო, სასკოლო, საგამომცემლო, ბიბლიოთეკების, სამკითხველოებისა და სამუზეუმო განყოფილებები დაარსდა. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის ინსტრუქციის მიხედვით, საზოგადოების საქმეები გამგეობას და მის ხუთ სპეციალურ განყოფილებას (სექციას) უნდა მოეგვარებინა. გამგეობის კრება უნდა გამართულიყო საჭიროებისამებრ, თავმჯდომარის მოწვევით. გამგეობა ირჩევდა თანამდებობის პირებს, ნიშნავდა სტიპენდიებს, ერთდროულ დახმარებებს, საკონკურსო პრემიებს, განიხილავდა წლიურ ანგარიშებს და მოხსენებებს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913-1916 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმების მიხედვით, იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 17009 მანეთი და 78 კაპიკი უანდერძა. ანდერძის თანახმად, თანხის ნაწილი მისი ქართულ-რუსული ხელნაწერებისა და წიგნების გამოცემას, ხოლო ნაწილი სახალხო საგანმანათლებლო ფონდის გაძლიერებას უნდა მოხმარებოდა.