რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მიუღიათ ახალი წევრი, მწერალი და დრამატურგი აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ვასილ იოსების ძე არდიშვილი იყო საქართველოს მთავრობის საგანგებო რწმუნებული.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვი იყო მწერალი და დრამატურგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვი რევოლუციის პირველივე დღეებიდან ემხრობოდა პარტიას „Муссават“.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, ახვერდოვს არ შეუწყვეტია აზერბაიჯანის მთავრობასთან თანამშრომლობა. ამიტომ სტატიის ავტორის აზრით, გასაკვირი იყო, რომ მწერალი აზერბაიჯანის მოწინაამღდეგეთა ბანაკში გადავიდა და პარტიის „Гуммет“ წევრი გახდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც ეხებოდა თბილისის სოციალ-დემოკრატ მუსულმანთა პარტიაში „Гуммет“ მწერლისა და დრამატურგის, აბდურაჰმან-ბეკ ახვერდოვის მიღებას. სტატიის თანახმად, აზერბაიჯანის მთავრობის მომხრე ახვერდოვი მთავრობის მოწინაამღდეგეთა ბანაკის მხარდამჭერ პარტიაში შესულა. სტატიის ავტორი მოითხოვდა ახვერდოვისგან ამ საქციელის განმარტებას.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასი არაერთ მსახიობს დაუტოვებია, დარჩენილთა შორის კი იყვნენ: ევა კოშევაია, მარია ლიუდომირის ასული როქსანოვა, არღუთინსკაია-კოზლოვსკაია და მიხაილოვსკი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. ელენა ნიკოლაევნას როლს ბუტკევიჩი ასრულებდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სტატიის ავტორის აზრით, მხოლოდ მთავარი როლის შემსრულებელი ბუტკევიჩის ბრწყინვალე თამაშმა გადაარჩინა სპექტაკლი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სპექტაკლში კლავდია მიხაილოვნას თამაშობდა არღუთინსკაია-კოზლოვსკაია.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ი. ნ. ბუტირინი იყო თერგის (ახლანდელი ჩეჩნეთის) რესპუბლიკის სასურსათო კომისარი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სტატიის ავტორმა გამოარჩია მთავარი როლის შემსრულებელი ბუტკევიჩი, ასევე მსახიობები: არღუტინსკაია-კოზლოვსკაია, ნიროვი და პერსიონი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობის შესახებ. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სპექტაკლში ნიკოლოზ ნიროვი მოტყუებულ ქმარს თამაშობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ თბილისში ჩამოსული ყოფილა ინგუშეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვ. გ. ჯაბაგი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კ. ნ.-ს სტატია, რომელიც ეხებოდა თეატრალური დასის „Тарто“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, დასს დაუდგამს არციბაშევის პიესა „Ревность“. სპექტაკლში პერსიონი თამაშობდა სამხედრო ექიმ კოვალენკოს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ბუტკევიჩი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ნიკოლოზ პავლეს ძე ნიროვი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ რეიხშტადტი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ მიხაილოვსკი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ პერსიონი იყო თეატრის მსახიობი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 ოქტომბრის გაზეთის „Грузия“ ცნობით, 19 ოქტომბერს თავის პირველ სოლო კონცერტს მართავდა ცნობილი მევიოლინე ი. ი. ფიშბერგი.

