საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87769

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ანნა კაპანაძემ, რომ გადეცათ მისთვის რამდენიმე ცალი „დედა ენა“ და ქართული რვეულები ახალქალაქში მცხოვრები გლეხებისთვის დასარიგებლად. გამგეობამ ა. კაპანაძეს 5 მანეთის „დედა ენა“ გადასცა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ყალამშიის სკოლის პედაგოგმა, რომ სკოლის შენობისთვის სჭირდებოდათ 150 მანეთი. გამგეობამ სკოლას მოთხოვნილი თანხა გაუგზავნა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისში გრიგოლ გველესიანი სახლის ქვედა სართულს – 7 ოთახს აქირავებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე ქართველი ბავშვებისთვის ყველა საგნის ქართულ ენაზე სწავლებას მოითხოვდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე მოითხოვდა, რომ ქართველ ჯარისკაცებს რუსეთის ნაცვლად საქართველოში მოეხადათ სავალდებულო სამსახური.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე სავალდებულოს გახდიდა სასამართლოსა და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში საქმის წარმართვას ქართულ ენაზე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, პირველ კრებაზე გაშავეების შემდეგ ვლადიმერ მიქელაძეს ისევ სურდა კენჭისყრაში მონაწილეობა. თავმჯდომარემ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე მოითხოვდა, რომ ქართველ მრევლს ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მოესმინა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კიტა აბაშიძე თავისუფალ მიწებს ქართველ გლეხებს იაფად გადასცემდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ნოე ჩაჩავას 6-წლიანი კატორღა მიუსაჯა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ნოე ჩაჩავა და ფარნაოზ ჯიქია გაგრიდან ქუთაისის საპატიმროში გადაიყვანა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ გაგრაში ნოე ჩაჩავასა და ფარნაოზ ჯიქიას საქმე განიხილა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვლადიმერ მიქელაძე რუსეთის ცენტრალური ბანკის დირექტორი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე პახვალა ლიფონავამ აღნიშნა, რომ უნდა აერჩიათ კანდიდატი, რომელიც სადეპუტატო არჩევნებზე კიტა აბაშიძეს მისცემდა ხმას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვარლამ ძიძიგური სენაკის სათავადაზნაურო სკოლის მასწავლებლად არ დაამტკიცეს, რადგან სემინარიის დასრულების შემდეგ სამინისტრო უწყებაში არ იმსახურა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე მუშნი და ჯვებე დადიანებმა საზოგადოებას კიტა აბაშიძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდის წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებში გამარჯვებული კალისტრატე კობახიძე უპარტიო იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ვასილ ბეჟანეიშვილი კიტა აბაშიძის მომხრე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს ეკლესიაში ციხემისჯილმა სოლომონ თავაძემ ჯვარი დაიწერა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე დიმიტრი ჟვანიამ თავი ვლადიმერ მიქელაძის მომხრედ გამოაცხადა, რის გამოც მას ყუთი არ დაუდგეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე ექიმმა კაპიტონ მეუნარგიამ აღნიშნა, რომ კიტა აბაშიძის რუსეთის პარლამენტში ყოფნა საქართველოსთვის სასარგებლო იქნებოდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დიმიტრი ჟვანიამ ზუგდიდის წვრილ და მსხვილ მემამულეთა კრებაზე პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე პახვალა ლიფონავამ აღნიშნა, რომ ევგენი გეგეჭჯორს ხუთი წლის განმავლობაში საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებია, რადგან პარტიული წესი მას ამის საშუალებას არ აძლევდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნების დაწყებამდე გამართულ თათბირზე პეტრე ანჩაბაძემ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ მიქელაძის მომხრე იყო, რის გამოც მას ყუთი არ დაუდგეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 4 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ზუგდიდში წვრილ და მსხვილ მემამულეთა არჩევნებზე დეპუტატთა ამომრჩევლებად კიტი მხეიძე, დეისმა ჩიჩუა და კალისტრატე კობახიძე დაასახელეს.