რეგისტრირებული ფაქტები93604
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 ოქტომბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძესა და გრიგოლ ბურჭულაძეს 1913 წლის ანგარიშის შესახებ მოხსენების გაკეთება დაავალეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 7 ოქტომბერს გრიგოლ ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, სერგი რომანოზის ძე გორგაძე, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 5 ოქტომბერს სოფ. კულაშის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი ერმილე ლუკას ძე კანდელაკი გარდაიცვალა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წლის 5 ოქტომბერს სამტრედიის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი ერმილე ლუკას ძე კანდელაკი გარდაიცვალა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 5 ოქტომბერს ბაქოს დრამატულმა დასმა ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი ფულდის „ჩერჩეტი“ წარმოადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 ოქტომბერს არტისტთა საზოგადოებრივ თეატრში მიხეილ ქორელის რეჟისორობით ნიკოლოზ შიუკაშვილის „სიმახინჯე“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 2 ოქტომბერს არტისტთა თეატრში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით პიესა „მსხვერპლი“ წარმოადგინეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს ვალერიან გაფრინდაშვილმა მოსკოვიდან მისწერა ალი არსენიშვილს, რომ აკაკი წერეთელი მას სტუმრად ეწვია.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ექიმმა გიორგი ნათიშვილმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 1-ელ ოქტომბერს სახალხო სახლში წარმოადგინეს პიესა „ცხოვრების გარეშე“. რეჟისორი იყო კოსტანტინე შათირიშვილი.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ვექილმა სამსონ გელოვანმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 25 მანეთი შესწირა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში გრიგოლ გოლოვენსკიმ და გრიგოლ დიდენკომ ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 20-20 კაპიკი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას პარესა და გიგო ქურდიანებმა 100 მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში კამარლოდან ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას ანა და ივანე ზედგინიძეებმა 130 მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში ნინო და დარიკო ნიკიტინებმა ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 2 მანეთი შესწირეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის ოქტომბერში გიორგი და მიხეილ საბახტარიშვილებმა ფოთიდან ქართული თეატრის სააღმშენებლო კომისიას 150 მანეთის ხის მასალა შესწირეს.

