რეგისტრირებული ფაქტები82206
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ნიკოლოზ ივანეს ძე ტერ-შმოვანოვის დავალიანება თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში შეადგენდა 8225 მანეთსა და 21 კაპიკს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 18 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში ნინო იაგორის ასულ ყიფიანს დავალიანება ჰქონდა 12 361 მანეთი და 52 კაპიკი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ის ადამიანები, რომლებიც გაზეთს წლიურად გამოიწერენ, საჩუქრად მიიღებენ ვალერიან გუნიას მიერ შედგენილ „საქართველოს კალენდარს“.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს წიგნის მაღაზიებში იყიდებოდა ივანე როსტომაშვილის ალბომი „ქართველთა ტომი“. ალბომი ღირდა 5 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს ქართულ თეატრში უნდა დაედგათ ავქსენტი ცაგარლის სამმოქმედებიანი დრამა „ლეკის ქალი გულჯავარი“. ვარაუდობდნენ, რომ წარმოდგენას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრებოდა, რადგან სეზონის ბოლო პიესა იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, დარასელია ზუგდიდის გუბერნიის მდივანი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ანჯაფარიძე გახდა ზუგდიდის გუბერნიის მდივანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, ახვლედიანი გახდა ქუთაისის გუბერნიის მდივანი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 23 თებერვალს სასამართლო უწყების თანახმად, თაყაიშვილი სვანეთის საგუბერნიო მდივანი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ ვისაც სურთ ბუღალტერიის საფუძვლიანად შესწავლა, შეუძლიათ, მიმართონ თბილისის საურთიერთო სამეურნეო ბანკის უფროსს, ი. ბრონერს. მსურველები შეძლებენ ბუღალტერიის 3-თვიანი კურსი 40 მანეთად გაიარონ.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალი-მარდან ბეგი თოფშიბაშევი აზერბაიჯანის დელეგატი იყო უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პარიზში.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ი. ბრონერი იყო თბილისის „საურთიერთო სამეურნეო ბანკის“ უფროსი ბუღალტერი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს კოდორში, სოხუმის ოლქში გაიხსნა დიმიტრი მაჭუტაძისა და თეიმურაზ ჩაჩავას ხე-ტყის ქარხანა. ეს იყო ერთადერთი ქარხანა კავკასიაში, რომელშიც ამზადებდნენ წაბლის ფიცრებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 23 იანვრის გაზეთი „საქართველო“ იუწყება, რომ პარიზიდან მიღებული ცნობით, უმაღლესმა საბჭომ პარიზის კონფერენციის სხდომაზე რუსეთის საკითხის განსახილველად მიიწვია საქართველოს დელეგაციის წევრები: კარლო ჩხეიძე, ზურაბ ავალიშვილი და ირაკლი წერეთელი, ასევე აზერბაიჯანელი დელეგატი ალი-მარდან ბეგი თოფჩიბაშევი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ა. ი. გრეჟებინი იყო ბრიტანეთ-კავკასიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „ბრიკატოს“ გამგეობის თავმჯდომარე ბათუმში.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 თებერვალს ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო გედევან გედევანოვის ბენეფისი.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წელს ინჟინრებმა იარალოვმა და ალიხანოვმა კავკასიაში პირველი ზარების ქარხანა დააარსეს. ქარხანაში შესაძლებელი იყო ახალი ზარების დამზადებაც და ძველების შეკეთებაც.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წელს ქუთაისში ჭლექით გარდაიცვალა ოდესის უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 იანვარს მღვდლის, ილარიონ იაშვილის სახლში ჩამპალი კოჭების გამო მეორე სართულის იატაკი ავეჯიანად ჩავარდნილა პირველ სართულზე. ამ დროს მეორე სართულზე იმყოფებოდა ხუთი ადამიანი, თუმცა ყველანი მსუბუქი ნაფხაჭნებითა თუ დაჟეჟილობებით გამოუძვრა სიტუაციას. გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მათ ბედისწერითა და ღვთის წყალობით გადარჩენილები უწოდეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წელს ქალაქ თბილისის მომრიგებელმა მოსამართლემ საინტერესო საქმე გაარჩია. დიდზურაბოვი ბრალს დებდა ალელოვს და ამბობდა, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა. დიდზურაბოვს ახლდა მოწმე, რომელმაც თქვა, რომ დიდზურაბოვმა ეს ყველაფერი დაგეგმა იმისთვის, რომ ალელოვისთვის 500 მანეთი გამოეძალა. მოწმის თქმით, მხოლოდ იმიტომ გამოყვა დიდზურაბოვს მოწმედ, რომ ჩივილის ამბავი უბრალო ხუმრობა ეგონა. ამ ჩვენების შემდეგ მოსამართლემ გაამართლა ალელოვი და დიდზურაბოვის საჩივარი სცნო „უსინდისო საჩივრად“.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 6 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთის გამოსაწერად თბილისში უნდა მიმართონ ა) რედაქციას, რომელიც მდებარეობდა ახალ-ბებუთოვის ქუჩაზე, ზუბალოვის 9 ნომერში, ბ) ლ. ბ. ხიდდეკელის გაზეთის სააგენტოს გოლოვინის პროსპექტზე, გ) „წერა-კითხვის საზოგადოების“ კანცელარიას, დ. სარაჯიშვილის ეზოში. ქუთაისში ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიას, ხონში ნესტორ წერეთლის წიგნის მაღაზიას და ბათუმში მ. ნათაძეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 თებერვლისთვის ოლქის სასამართლოში დანიშნული იყო აუქციონი მიხეილ ივანეს ძე ნიკოღოსოვის მამულის გასაყიდად.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 14 თებერვალს ნ. პანოვის განცხადებით სურამის სასამართლოში უნდა გაყიდულიყო სვიმონ ბოდაევის მამული, რომელიც სოფელ ახმეტაში მდებარეობდა.