საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82204

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლიდან მარიამ პავლეს ასული ჯარიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნავთლუღის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ჭიათურის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე 3 თვით დააპატიმრეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ალექსანდრე ყიფშიძის საგურამოს მამულის 1909 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ილია რუხაძემ მამულს 30 მანეთი შესწირა.

1909

ტიპი: ავტორობა

ივანე პაატაშვილის ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებამ მუშაობა 1909 წელს დაიწყო.

1909

ტიპი: ნასამართლეობა

1909 წელს ოლქის სასამართლომ იოსებ ფაჩულიას ექვსი წლის კატორღა მიუსაჯა. შემდეგ ეს სასჯელი ავადმყოფობის გამო ცხრა წლის ციხით შეუცვალეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს სოფ. თუზში ლევან აბაშიძემ გლეხებს რამდენიმე ქცევა მიწა მიჰყიდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ნინუა სადგურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა სადგურზე „Арарат“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს არჩილ ჯორჯაძე გაზეთ „დროებაში“ წერდა, რომ 1905 წელს საქართველოს შეემატა ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტია, რომელმაც მალევე შეწყვიტა ფუნქციონირება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს არჩილ ჯორჯაძე წერდა, რომ 1905 წელს ქართველ ავტონომისტთა კონსტიტუციონალ-დემოკრატიული პარტიის მიერ შედგენილი პროგრამის განხილვა მომავლის სამოქმედო გეგმის დასახვისთვის აუცილებელი იყო.

1909

ტიპი: განათლება

1909 წელს თინათინ ჯავახიშვილი შევიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში.

1909

ტიპი: ღონისძიება

გიორგი ლეონიძემ ლექსების წერა დაიწყო 1909 წლიდან.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს გალაკტიონ ტაბიძე თანამშრომლობდა ჟურნალებთან „პირველი ტალღა“ და „საქართველოს მოამბე", ალმანახთან „პირველი ნაბიჯი“.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლიდან გალაკტიონ ტაბიძე ჟურნალ „ფასკუნჯის“ თანამშრომელი გახდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-1910 წლებში ალექსანდრე გიორგის ძე ჯაფარიძე ლი­ხე­თის წმ. გი­ორ­გის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-17 წლებში იასონ იაკობის ძე სირბილაძე სოფ. გვაზაურის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-1917 წლებში გიორგი ოტიას ძე სალუქვაძე ფა­რა­ხე­თის მთა­ვა­რან­გე­ლო­ზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-17 წლებში ლავრენტი ონისიმეს ძე კაპანაძე სოფ. ითხვისის წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის მღვდელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-13 წლებში იოაკიმ პეტრეს ძე მოდებაძე კაცხის მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელი იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-17 წლებში სარდიონ ილარიონის ძე კაპანაძე სოფ. მორძგვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ტრიფონ რამიშვილმა დაწერა სამმოქმედებიანი პიესა „საბედისწერო დამბაჩა“ და ვოდევილი „კრიტიკოსსთან“.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ალექსანდრე მინასის ძე მოვსესიანმა დაწერა პიესები „არმენუჰი“ და „დაღუპული“.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ნინო შიოს ასული დავითაშვილი რუსული სასცენო ხელოვნების გასაცნობად ერთი წლით მოსკოვში გაემგზავრა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909-14 წლებში რაჟდენ მაქსიმეს ძე ტოგონიძე ჟონეთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს ალექსანდრე გიორგი ჯაბადარი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო.