საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას დახმარების თხოვნით მიმართა ელ. მგელაძემ, რომ შვილისთვის სჭირდებოდა 40 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, რომ ელ. მგელაძის შვილს 40 მანეთს გადასცემდნენ იმ შემთხვევაში, თუ პირველი გიმნაზიის პანსიონში მიიღებდნენ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ სტეფანე ნიკოლაიშვილისთვის სასწრაფოდ გადეცათ გიორგიწმინდაში წასასვლელად 10 მანეთი, რათა დაუყოვნებლივ შესდგომოდა მოვალეობის შესრულებას.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი ერთდროული დახმარების განაწილების შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა საგურამოს სკოლის პედაგოგმა არისტოკლე რამინიშვილმა სკოლის მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ, რის საფუძველზეც გამგეობამ 3 თუმანი გამოყო სკოლისთვის.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა აპოლონ წულაძემ, რომ დახმარება გაეწიათ მისი შვილისათვის, რომელიც სწავლობდა წინამძღვრიანთკარის სკოლაში. გამგეობამ დაადგინა, რომ ა. წულაძის შვილისთვის გაენაწილებინათ 50 მანეთი 4 თვის განმავლობაში.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ რცხილაძემ, რომ საგურამოს სკოლის გახსნის საკითხის გადადება არ შეიძლებოდა, რადგან სკოლა დროულად უნდა გახსნილიყო, მას ასევე დაეთანხმა ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 24 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სასწავლებლის მზრუნველმა, სენაკის სკოლის გამგისა და მასწავლებელთა არჩევის შესახებ, რომელიც გამგეობამ დაამტკიცა. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში წვრილ მემამულეთა განმეორებითი არჩევნები გაიმართა. კანდიდატები სამი ჯგუფიდან უნდა აერჩიათ. ევგენი გეგეჭკორის მომხრე კანდიდატებიდან ყველა გაააშავეს, კიტა აბაშიძის მომხრეებმა ყუთები მოხსნეს, გაიმარჯვა ვლადიმერ მიქელაძის მომხრე ექვსმა კანდიდატმა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქუთაისის, ხონის, სამტრედიისა და ტყიბულის საბოქაულოს წვრილ მემამულეთა განმეორებით არჩევნებზე ქაიხოსრო ლორთქიფანიძე, ანდრია ნიჟარაძე, ვახტანგ მიქელაძე, გიორგი იოსელიანი და მანუჩარ მიქელაძე აირჩიეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში ლიზა კახიძეს სახლიდან 7 მანეთი მოჰპარეს. ეჭვმიტანილი მიხეილ იაკობიშვილი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 23 სექტემბერს, ღამის 12 საათზე, დაიწვა გერასიმე მაქსიმეს ძე ჯაშის საწყობი, რომელშიც იყო ფიცრები და თივა. ჯაშმა 200 მანეთამდე იზარალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 22 სექტემბერს თემირ-ხან-შურში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე ნინო ლორთქიფანიძემ იმღერა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში ქალთა კრებაზე განიხილეს გრიგოლ რობაქიძის სიტყვები ქალთა და მამაკაცთა შესახებ. რობაქიძის აზრით, მამაკაცი ქალისგან განსხვავებით თავისუფალი არსებაა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 სექტემბერს ქუთაისში თეოდოსია ჯაფარიძის მონაწილეობით ქალთა კრება გაიმართა.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თავის სასწავლებელში გახსნა მეორე განყოფილება და მეორე მასწავლებლის ადგილზე ნინო გიორგის ასული მონადირაშვილი მოიწვია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 19 სექტემბერს ლანჩხუთში წვრილ მემამულეთა არჩევნებზე 14 ადამიანი აირჩიეს – ორი კიტა აბაშიძის მომხრე, ოთხი დასელი და რვა გაურკვეველი მიმართულებისა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 სექტემბერს ყოფილი მასწავლებელი ემელიანე ლომთათიძე დააპატიმრეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 18 სექტემბერს ზესტაფონის (ყვირილის) ვაჟთა გიმნაზიის ქართული ენის მასწავლებელს, გიორგი მინას ძე აბაშიძეს კავკასიის ოლქის მზრუნველმა ნება დართო, რუსული ენა 1-ლ და მე-2 კლასებში ესწავლებინა, ისტორია კი – მე-2 კლასში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 17 სექტემბერს ოჩამჩირეში ყაჩაღებმა სოფელ ტამიშიდან მიმავალი ვაჭარი ანდრი კვირკველია მოკლეს და მისი ცხენი, ვერცხლის ქამარი, ჩოხა და წაღები მოიპარეს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 16 სექტემბერს ბ. მჟავანაძე და ალექსანდრე ნიკოლაიშვილი ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წევრებად მიიღეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტმბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გუდაუთლებს ნება დართეს გაეხსნათ დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. გუდაუთის განყოფილების გამგეობა მთვარ გამგეოიბას სთხოვდა საქმის წარმოებისთვის საჭირო სადავთრე წიგნებისა და ლითონის ბეჭდის გამოგზავნას შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტმბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ 1912 წლის 13 აგვისტოს ქუთაისის საგუბერნიო მმართველობამ ნება დართო გუდაუთელებს, გაეხსნათ დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ 1912 წლის 5 სექტემბერს დაბა გუდაუთის ბოქაულმა ოფიციალურად გამოუცხადა გუდაუთელებს მათ დაბაში სკოლის გახსნის ნებართვის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 16 სექტემბერს ვარლამ იმნაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილისა და ალექსანდრე ხახანაშვილისთვის პანაშვიდის გადახდა გადაწყვიტეს.