რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. რუსიევი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ილია ჩარიგოგდიშვილი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. და გრ. ჩარკვიანები და გრიგოლია ლეონტი ჩაჩანიძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს. მათ დანაშაული აღიარეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ანასტასია თუმანიშვილის მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული 3-მოქმედებიანი კომედია „ჯერ თავო და თავო“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგის ზღვევის საზოგადოებას, რომლის მთავარი აგენტიც საქართველოში ნ. ბ. ხოსროევი იყო, უძრავი ქონების, თანხისა და შემოსავლის დაზღვევა ევალებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ტიხონ სერებრიაკოვი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ სიმონის ძე საბაშვილის ბათუმში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ზაქარია სარქისიანცი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მნაცაკან სერგეის ძე სარქისოვს თბილისში, ფრანგების ქუჩაზე, ქვითკირის ორსართულიანი და ორი ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ორსართულიანი და ორი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს ბარბარე ალექსანდრეს ასულ ზომბერგს თბილისში ქვითკირის სამსართულიანი, ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები ჰქონდა სამსართულიანი და ერთსართულიანი ფლიგელებით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ბარბარე ალექსანდრეს ასულ ზომბერგის თბილისში მდებარე ქვითკირის სამსართულიან, ორსართულიან და ერთსართულიან სახლებს სამსართულიანი და ერთსართულიანი ფლიგელებით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს იერემია სიმონის ძე დოლიძეს ფოთში ხის ორი ერთსართულიანი შენობა და მიწის ნაკვეთი ჰქონდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ქაიხოსრო ქაიხოსროს ძე ხერხეულიძის თბილისში მდებარე ქვითკირის ერთსართულიან სახლს სამი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს სალომე იოსების ასულ ეჯუბოვს, ალექსანდრე და გაბრიელ მიხეილის ძე ეჯუბოვებსა და სოფიო და ელისაბედ მიხეილის ასულ ეჯუბოვებს თბილისში ქვითკირის ორსართულიანი და ერთსართულიანი სახლები ჰქონდათ ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.

