საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87756

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „1920 წ. შინაური ვაჭრობა-მრეწველობა“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პოლიევქტოს კალანდაძე დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გრ. გუგუნავა დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ატატო ბებურიშვილი დაბა ნაგომარში გამართულ საქველმოქმედო წარმოდგენაში მონაწილეობდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ბ. მირიმანიანის სამუსიკო იარაღების ცენტრალურ საწყობში იყიდებოდა ფორტეპიანოები, როიალები, სიმებიანი საკრავები და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცელი“ წერდა, რომ ვასილ ბეჟანეიშვილისა და ილია ბახტაძის წიგნის მაღაზიებში ქართული ენის რვეულების დიდი რაოდენობით შეძენის მსურველებს საფასურს გაუიაფებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 7 მარტს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას. საზოგადოებას ნაღდი ფულით — 3555.32 მანეთი, ქაღალდებად კი 11531.11 მანეთი ჰქონდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 დეკემბერს თელავის კლუბის დარბაზში ქეთევან ანდრონიკაშვილის დახმარებით წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ წარმოდგენა გაიმართა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 დეკემბერს თელავის კლუბის დარბაზში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაზე რაფიელ ერისთავის „ბიძიასთან გამოხუმრება“ წარმოადგინეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს სერგეი ფარეიშვილი ოზურგეთში მასწავლებლად მუშაობდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 დეკემბერს ა. ვახვახიშვილმა და ი. ზურაბაშვილმა თელავის კლუბის დარბაზში წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაში მიიღეს მონაწილეობა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ნადიროვი პოლიციის ჯარისკაცი იყო.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 3 აგვისტოს მინადორ საყვარელიძე დაღესტნის გზის მშენებლობაზე მომუშავე ლეკებმა მოკლეს.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 20 აპრილს ქუთაისის ოლქის სასამართლომ განიხილა სცეპურას საქმე, რომელსაც ფოთის სადგურის უფროსის დვორაკოვსკის მკვლელობას ედავებოდნენ.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 29 აპრილს ზემო აჭარაში მგზავრობის დროს ოლქის მკურნალი შაბლოვსკი ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით (რედაქტორი ვალერიან გუნია), ბათუმის მოსახლეობამ საეკლესიო კომისიას ქრისტიანული ეკლესიის მშენებლობის დაჩქარება სთხოვა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 აპრილს ალექსანდრე დონდუკოვ-კორსაკოვი იმყოფებოდა გორში, სადაც მოინახულა 1-ლი კავკასიის ზურგის საკადრო დრუჟინა და დაესწრო მათ აღლუმს.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის მაისში ვაჭარი ავეტიქ ტერ-აფრიამოვი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დამფუძნებელი კრების უფროსმა მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძემ ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების გამო სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ნინო (მინიკო) კაჭარავა უდროოდ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 იანვარს ნინო (მინიკო) კაჭარავას თბილისიდან ახალსენაკში გადაასვენებდნენ და სენაკის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ დიდებულიძე წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ჟღენტი წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსი ჟღენტი პოლკოვნიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ზედგინიძე წმ. ანნას მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.