საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82179

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დამსახურებული მსახიობი ეფემია მესხი მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბმა მიიწვია ნიკოლაი ევრეინოვი, რომელიც დადგამდა თავის პიესას „მხიარული სიკვდილი“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა კოშიცი მიიწვიეს ბაქოში საგასტროლოდ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლ თებერვალს დავით კლდიაშვილის იუბილე იყო დაგეგმილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დიმიტრი აფხაზის წერილი „საქართველოს თანამედროვე ეკონომიური ვითარება“ (დასასრული).

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ლორდი კერზონი იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს, დილის 11 საათზე, ლანუთიდან თბილისში ჩამოვიდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 10 იანვარს ლანჩხუთიდან თბილისში ჩამოსულ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სადგურზე დახვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნესტორ სიმონის ძე ქარცივაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

1869

ტიპი: ორგანიზაცია

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების გამგეობაში შედიოდნენ: თავმჯდომარე – კ. ფ. ბრიოშნოვსკი, თავმჯდომარის ამხანაგი – ვ. ი. პრისელკოვი, მდივანი 1868 წლის დეკემბრამდე – მ. ვ. სკოროვი და დეკემბრიდან – ი. ი. მალინინი, მდივნის ამხანაგი – ი. ი. ტალკო, ბიბლიოთეკარი – გ. ბ. ტერ-ასატუროვი, ხაზინადარი – მ. კ. სობესტიანსკი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი იყო ვ. ი. პრისელკოვი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“- იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების მდივანი 1868 წლის დეკემბრამდე იყო მიხეილ ვასილის ძე სკოროვი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“- იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების მდივანი 1868 წლის დეკემბრიდან იყო ი. ი. მალინინი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ბიბლიოთეკარი იყო გავრილ ბოგდანის ძე ტერ-ასატუროვი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების ხაზინადარი იყო მიხეილ კარლის ძე სობესტიანსკი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ სცეპურას წინადადებით კავკასიის სამედიცინო საზოგადოებამ გადაწყვიტა კავკასიური ტომების ანთროპოლოგიური შესწავლა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინის წინადადებით კავკასიის სამედიცინო საზოგადოებამ გადაწყვიტა სამედიცინო სტატისტიკის წარმოება კავკასიის რეგიონში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ი. ი. მალინინის წინადადებით კავკასიის სამედიცინო საზოგადოებამ გადაწყვიტა კავკასიის კლიმატის შესწავლა.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის სუბსიდიის სახით გადაუცია 900 მანეთი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ნ. ი. სავიცკის კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები მანიის ავადმყოფობის ისტორიის შესახებ.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სამედიცინო საზოგადოების სხდომაზე განუხილავთ ანდრია ანდრიას ძე ლიბაუს სამეცნიერო შრომა გულის დაავადებათა შესახებ.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ გ. ი. ოგანესიანცს კავკასიის სამედიცინო საზოგადოებისთვის მიუწოდებია ცნობები ღვიძლისა და ელენთის გასკდომის შემთხვევების შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ მარიამ აბაშიძის ავადმყოფობის გამო კვირისთვის დანიშნული პიესა „ბედნიერი დღე“ შეცვალეს საჩქაროდ და დანიშნეს „ბაქი-ბუქი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პატარა დრამატული დასის მსახიობ კონსტანტინე ყიფიანმა პირადი საქმეების გამო მონაწილეობა ვერ მიიღო კვირას დაგეგმილ წარმოდგენაში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ექიმი მრევლოვის აზრით, 1867-1868 წლებში თბილისში მძვინვარებდა ორი სახის ეპიდემია: წითელა და ქუნთრუშა.