საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა გუდაუთელ ქართველთა თხოვნა-პროტოკოლი სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ გაუგზავნა ორი შვიდკაპიკიანი მარკა საპასუხო წერილისთვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ გაუგზავნა ზუგდიდის ადმინისტრაციის მოთხოვნების ასლები. ეს მოთხოვნები ეხებოდა დაბა ზუგდიდში ბიბლიოთეკა-სამკითხველოს მოღვაწეობას.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ სთხოვა ზუგდიდის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით ჩატარებული კრების ოქმის დამტკიცება და ამის შესახებ ზუგდიდელებისთვის ცნობის მიწოდება. ეს აუცილებელი იყო, რადგან ბიბლიოთეკის საქმეებში ადგილობრივი ადმინისტრაცია ჩარეულა და მისი მოღვაწეობა შეუფერხებია.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ შეატყობინა, რომ შედგა სია წევრებისა, ვინც შეიტანა თითო მანეთი საწევროს სახით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ მოახსენა, რომ იმ წლის 6 მაისს აკურთხეს ზუგდიდის ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთის განყოფილების წევრობის კანდიდატები, ვინც ხელი მოაწერა გუდაუთელ ქართველთა „პროტოკოლზე“, მიღებულ იქნენ საზოგადოების წევრებად 1912 წლის 24 ივნისის საზოგადო კრებაზე. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1912 წლის 25 ივნისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომიდან ვიგებთ, რომ დავით სიმონის ძე ღოღობერიძე იყო ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძის ძმისშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ნიკოლოზ ბესარიონის ძე ღოღობერიძემ, რომ მისი ძმისშვილისათვის დავით სიმონის ძე ღოღობერიძისთვის დაენიშნათ სტიპენდია. გამგეობამ განაცხადა, რომ 1912 წლის იანვრიდან ურიცხავდნენ სტიპენდიას დავით ღოღობერიძეს 25 მანეთის ოდენობით.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 29-ე სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, გრიგოლ რცხილაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ ახლადარჩეულ გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობის წინაშე შუამდგომლობის აღძვრა იმ წლის ზაფხულში გუდაუთაში განყოფილების გახსნის ნებართვის თაობაზე. ამით გუდაუთელებს საშუალება მიეცემოდათ მომავალი სამოსწავლო წლის დასაწყისში გაეხსნათ დაბა გუდაუთაში სკოლა, რითაც გაჩაღდებოდა პატარა ეროვნული კერა იმ მიყრუებულ მხარეში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთელმა ქართველებმა საჭიროდ სცნეს დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა, რაც დაეხმარებოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა შვილებს თავისი დედა ენის შეთვისებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ სთხოვა უახლოეს ხანში ნებართვის აღება დაბა გუდაუთაში საზოგადოების განყოფილებისა და სკოლის გასახსნელად. გუდაუთელები იმედოვნებდნენ, რომ ისინი იმ წლის ზაფხულშივე შეუდგებოდნენ საქმიანობას. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სოხუმის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ 1912 წლის 24 ივნისის საზოგადო კრებაზე საზოგადოების წევრად არჩეულ იქნა 75 პირი. დოკუმენტს ხელს აწერენ სოხუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე მარიამ ნიკოლოზის ასული ანჩაბაძისა და მდივანი ნიკო ჯანაშია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ შეატყობინა, რომ გუდაუთელმა ქართველებმა საჭიროდ სცნეს დაბა გუდაუთაში ქართული სკოლის გახსნა, რაც დაეხმარებოდა სამშობლოს მოწყვეტილ ქართველთა შვილებს თავისი დედა ენის შეთვისებაში. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი, მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი და წევრები გიორგი ზენაიშვილი, პლატონ ჭავჭანიძე და სიმონ საბაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგეს ლევან ივანეს ძე ჩიჩუას შეატყობინა, რომ მან, ვერ მიიღო რა პასუხი ბიბლიოთეკის არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტის თაობაზე, პირადად გამოიძია ეს საკითხი. ლავროვი დარწმუნებულა იმაში, რომ კომიტეტის არჩეული პირები, პატარაია, კედია და გეგელია, არავის დაუმტკიცებია ამ თანამდებობაზე. შედეგად, ლავროვს გაუცია განკარგულება ადგილობრივი მმართველობის სახელზე, კომიტეტის გაუქმებასთან დაკავშირებით, ხოლო ბიბლიოთეკის საქმიანობის წარმართვა ჩიჩუასთან ერთად უნდა ეთავა ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებულ სამშენებლო კომიტეტს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუას გაუგზავნა წერილი. დოკუმენტის თანახმად, ლავროვისთვის ცნობილი გამხდარა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის მოღვაწეობას ხელმძღვანელობდა არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტი, რომელიც არავის დაუმტკიცებია. ლავროვმა სთხოვა ჩიჩუას ეცნობებინა მისთვის შემდეგი: ვინ აირჩია კომიტეტი, ჩატარდა თუ არა არჩევნები საზოგადოების წესდების გათვალისწინებით, ვინ დაამტკიცა კომიტეტის კანონიერება და ვინ მისცა კომიტეტს უფლება შესდგომოდა საქმიანობას ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებული სამშენებლო კომიტეტის ნებართვის გარეშე.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წლის 25 ივნისს სოფ. იანეთის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ბესარიონის ძე კოხრეიძე გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ძველი სენაკის საოჯახო კომიტეტმა, რომ სენაკის სკოლა გადაეცათ ქუთაისის სათავადაზნაუროსათვის. გამგეობამ დაადგინა, რომ ქუთაისის თავადაზნაურობისათვის და საადგილ-მამულო ბანკისთვის მიეწერათ სენაკის სკოლის ვითარება და ეთხოვათ შეეტყობინებინათ გამგეობისთვის თუ რას მოიმოქმედებდნენ სენაკის სკოლის მატერიალურად უზრუნველყოფისათვის. სხდომის ოქმს ხელს აწერს ალექსანდრე მდივანი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ივანე ჯავახიშვილს წიგნების ანგარიშში გადასცა 13.60 მან., სიმონ ქვარიანს — 25.32 მან., ლისინოვს — 19.35 მან., ვასილ ყიფიანს — 10 მან., ლეო კერესელიძეს მოხსენებების დაბეჭდვაში — 5.60 მან., იაკობ გოგებაშვილის დაკრძალვისთვის გაიღეს — 48.20 მან., ალექსანდრე მდივანს — 17.84 მან., გრიგოლ რცხილაძეს — 4.50 მან. და ასევე გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯი რამაც სულ შეადგინა 490.18 მანეთი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 28-ე სხდომს ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, შიო არაგვისპირელი, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე მოისმინეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში 10 მაისიდან 21 ივნისამდე.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ: ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, სერგი გორგაძე, ალექსანდრე ყიფშიძე და ლუარსაბ ბოცვაძე. სხდომაზე განიხილეს „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ გამოცემის საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით „ბუნების კარის“ რედაქტირება იაკობ გოგებაშვილის სურვილით გრიგოლ ყიფშიძეს დაევალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო არაგვისპირელი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე ზაქარია სოლომონის ძე ხატისკაცმა ყოველთვიური დახმარება ითხოვა, რაზეც გამგეობამ უარი განუცხადა.