რეგისტრირებული ფაქტები92262
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: თანამდებობა
I მსოფლიო ომის მსვლელობისას ალექსანდრე გედევანიშვილი კავკასიის მე-2 მსროლელი დივიზიის 203-ე სოხუმის ქვეით პოლკს მეთაურობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე გედევანიშვილი 1914 წელს ვლადიმირის IV ხარისხის მახვილებითა და ბაფთით დააჯილდოვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობისას გიორგი წულუკიძე დაიჭრა, მაგრამ მაინც დარჩა ჯარში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914-1918 წლებში ტარას ვაშაკიძე მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც იგი კავკასიის ფრონტზე იბრძოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1914 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
პირველი მსოფლიო ომის წლებში აბელ მაყაშვილი თავის პოლკთან ერთად დასავლეთის ფრონტზე მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
I მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მე-20 არმიის შტაბში მსახურობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი 1914 წელს წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914-1918 წლებში გიორგი არჯევანიძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, სადაც იგი იყო კავკასიის ფრონტის არზრუმის ოპერაციის მონაწილე და ერთ-ერთი გმირი. ხელმძღვანელობდა კუპ-დაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914-1915 წლებში ვასილ გაბაშვილი კავკასიის მე-3 მსროლელ ბრიგადას მეთაურობდა, ხოლო 1915-1916 წლებში – კავკასიის გრენადერთა დივიზიას. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სარიყამიშის ოპერაციის მსვლელობისას, სადაც მისმა შენაერთმა არდაგანის (არტაანი) მიმართულებაზე ოსმალთა მე-3 არმიის შენაერთის წინსვლა აღკვეთა.

