რეგისტრირებული ფაქტები81928
სორტირება თარიღი კლებადობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 5 დეკემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 5 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს ივანე გიორგის ძე რატიშვილის მოხსენება თედო პავლეს ძე რაზიკაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 5 დეკემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 22 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 496. 13 მანეთი და დაიხარჯა – 2758. 75.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 29 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის მიერ წარდგენილი ანგარიში და თხოვნა სახელმწიფო საბჭოს სესიებში მონაწილეობისთვის კუთვნილი თანხის გაცემის შესახებ. ამ წლის სესიების დასრულებამდე ილიას 1907 წლის ანაზღაურების მიცემაზე უარი უთხრეს.
1906
ტიპი: თანამდებობა
1906 წლის 27 ნოემბერს მიხეილ სტეფანეს ძე გვასალია სოფ. ცაიშის სკოლაში დამკვირვებლად დაინიშნა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1906 წლის ანგარიშის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ძველი სენაკის სკოლის გამგის მოხსენება სასკოლო პროგრამების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ძველი სენაკის სკოლას ქუთაისის სკოლების პროგრამებით ეხელმძღვანელა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლის შესახებ. გამგეობამ ცვლილებები დაადასტურა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კთხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სვანეთის სამრევლო სკოლების მეთვალყურის თხოვნა სკოლებისთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პოლ. გოგიაშვილისა და კონსტანტინე ლომოურის თხოვნა ქუთაისის სატუსაღოსთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 21 ნოემბერს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 21 ოქტომბრიდან 18 ნოემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 2684. 48 მანეთი და დაიხარჯა – 2660. 42.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ ზოგიერთი ბიბლიოთეკა გააუქმეს. თბილისის ერთი ბიბლიოთეკა უსახსრობის გამო დახურეს, უმოქმედო იყო ხარაგაულისა და ყვირილის ბიბლიოთეკები, რომლებიც ალიხანოვ-ავარსკის დამსჯელმა რაზმმა გადაწვა. ხელს აწერენ კომისიის ხელმძღვანელი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1904 წელს გამოსცა 13 სხვადასხვა წიგნი, ამასთანავე, სურათები და რვეულები, რისთვისაც 10795 მანეთი დახარჯა. ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ 1906 წელს არეულობისა და საერთო კრიზისის გამო საზოგადოების შემოსავალი შემცირდა, რამაც მატერიალურად დაასუსტა საზოგადოება. ხელს აწერენ კომისიის ხელმძღვანელი ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა: ა) თანხები: მასწავლებელთა საარსებო – 83,63 მანეთი, ბათუმის სკოლის – 9,40 მან., ბალანჩივაძისა – 15,49 მან., ვასილ მოსეს ძე პეტრიაშვილისა – 251,18 მან., ობლების – 2,37 მან. და სტუდენტების – 31,85 მან., სულ – 428,92 მან. მიემატებინა სალიტერატურო ფონდისთვის, ბ) საწევრო გადასახადი 6 მანეთი საზოგადოების წევრებისთვის დიდი თანხა იყო და შეემცირებინა 3 მანეთამდე იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში, ვინც საწევრო თანხას არ გადაიხდიდა, წევრად აღარ ჩაითვლებოდა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოახსენა, რომ რევოლუციური მოძრაობისა და მძაფრი პოლიტიკური მოვლენების გამო ზოგიერთ ადგილას სკოლები და ბიბლიოთეკები დახურული იყო, საზოგადოებისა და გამგეობის წევრები სხვა საქმეებით იყვნენ დაკავებულები და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმეებს ყურადღებას ვერ აქცევდნენ, რის გამოც 1905 წელს საზოგადოების სხდომა ვერ შედგა. ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია სოლომონის ძე ღულაძე და წევრი სვიმონ ლევანის ძე ვახვახიშვილი.
1906
ტიპი: ავტორობა
1906 წლის 18 ნოემბერს სარევიზიო კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ 1904 წლის წლიური ანგარიში სწორად იყო შედგენილი. ასევე სწორად იყო ნაანგარიშები საზოგადოების ნაღდი ფულიც. ამასთანავე კომისიამ საზოგადოების კრებას მოახსენა, რომ ყველა საჭირო საბუთი ბანკში ინახებოდა. კრების ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე ანდრია ღულაძე და წევრი სვიმონ ვახვახიშვილი.