რეგისტრირებული ფაქტები87756
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალაში“ მარიამ მიხეილის ასულმა საფაროვისამ ხელოვნურად შეასრულა მისთვის შეუფერებელი როლი, მაგრამ სიმღერა „თუმცა მიჯნურო“ კი – დიდი გრძნობით, ორჯერ გაამეორებინეს და მაყურებელმა ღირსეული ტაშით დააჯილდოვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალაში“ ანდრონიკოვისამ კარგად შეასრულა თავისი როლი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალაში“ მ. მ. მძინაროვისა ორ როლს არსულებდა და ორივეს ხასიათი შთამბეჭდავად წარმოადგინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის კომედია „ხათაბალაში“ მ. მ. მძინაროვისამ კარგად იცოდა თავისი როლი, ეტყობოდა შრომა, რაც ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. მადლობა იმსახურებდა შთამბეჭდავი შესრულებისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევს ნიჭი ჰქონდა და სათანადოდ არ აფასებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ თეატრში თამაშის დროს ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსეევ-მესხიევი კარგად უნდა გასცნობოდა თავის როლს, ხასიათი შეესწავლა, მოერგო და ისე მიეტანა სათქმელი მაყურებლამდე და არა ცარიელი სიტყვებით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის „ხათაბალაში“ ვასილ ალექსის ძე აბაშიძის შესრულება არ იყო შთამბეჭდავი. მას როლის უცოდინრობა არ ეპატიებოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის „ხათაბალაში“ მთავარი როლის შემსრულებლად სომეხი არტისტის ტერ-გრიქურიანის ნახვა იმდენად სასიამოვნო არ იყო, რამდენადაც ქართველი მსახიობის კოტე დიმიტრის ძე ყიფიანისა, რომლის შესრულებაც სულ სხვაგვარ შთაბეჭდილებას ტოვებდა. ტერ-გრიქურიანს ეპატიებოდა, რადგან კარგად არ ფლობდა ქართულ ენას.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი ნიჭიერი და ჭკვიანი მწერალი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი იმ მწერალთა ჯგუფს ეკუთვნოდა, რომლებიც 30 წლის წინ გამოჩდნენ ლიტერატურულ ასპარეზზე და თანამედროვე დროში კვლავ პირველები იყვნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ მსახიობმა ადამიანმა სომხურ სცენაზე გამართულ თავის ბენეფისზე წარმოადგინა შექსპირის პიესა „ოტელო“ ძალიან შემოკლებული ვერსიით. მან შექსპირის ავტორობა სრულიად გააქრო და დაამახინჯა წარმოდგენა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის „ხათაბალას“ და ყველა მის პიესას მსახიობები ქართულ სცენაზე უფრო კარგად ასრულებდნენ, ვიდრე სომხურზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის პიესებს მოქმედება აკლდა და სწორედ ამიტომ ხშირად გაწელილი, გაჭიანურებული და ხელოვნური იყო ისინი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი კომედიებში პერსონაჟის ხასიათებსა და ტიპებს გამოხატავდა ლაპარაკითა და მსჯელობით, რაც სჯობდა მოქმედებით ჩაენაცვლებინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის მსგავსად ვერავინ ახერხებდა პერსონაჟების ხასიათებისა და ტიპების გამოხატვას, თუმცა მისი გამოხატვის ხერხები არ იყო მოსაწონი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცის პიესებს დაუღალავი შრომა, მეცადინეობა, ცხოვრებისეული გამოცდილება და საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება ეტყობოდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვალერიან ლევანის ძე გუნია წერდა, რომ გაბრიელ მიკირტუმის ძე სუნდუკიანცი დრამატული ჟანრის მწერალი იყო და მას თავის სფეროში მეტოქე არასდროს ჰყოლია და არც თანამედროვე დროში ჰყავდა, იგი საუკეთესო იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 26 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით ჭავჭავაძის მიერ ნახევარ-მილიონად შეძენილ მამულში იგეგმებოდა 30 000 ვედრო ღვინის ტევადობის მარნის აშენება, რათა ევროპული ტექნოლოგიით დაეყენებინათ და მოემზადებინათ ღვინო. ერთი მარანი იქნებოდა სოფელ ნაფარეულში, მეორე – მუკუზანში.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 8 მარტს პოლიციამ დააკავა ლაგოდეხიდან გამოქცეული ვლადიკავკავის 124-ე პოლკის ჯარისკაცი რადიონ ბელაევი, რომელიც კომენდანტის გამგეობას გადასცეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილის წერილში ნათქვამია, რომ 5 ოქტომბერს სოფ. აბაშიძისამ ქართულ თეატრში წარმოადგინა პიესა „მშვიდობით ოცნებავ!“, რომელიც ქართულ სცენაზე იქამდე არასდროს დადგმულა.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოჯრის მხარეს ქურდობა გახშირებული იყო, რასაც განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს და ქურდების საპოვნელად მკაცრი ზომები მიიღეს. მიხაილ ამრუზოვს კოჯორში მოჰპარეს ხარი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 5 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. მელიქიშვილს სოფელ ტაბახმელაში მოჰპარეს ხარი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ანა ფირანის ასულ კიკიანს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ პატრიკეთში მდებარე ეზო, 7 დესეტინა და 2157 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ირაკლი ოტიას ძე ნიჟარაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავბეული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ოფშკვითში მდებარე 3 დესეტინა და 216 კვადრატული საჟენი სახნავ-სათესი, რომელსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ივანე ზურაბის ძე კიკნაძეს ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ დიმში მდებარე სახნავ-სათესი, 15 დესეტინა და 2040 კვადრატული საჟენი ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

