რეგისტრირებული ფაქტები93604
სორტირება თარიღი კლებადობით
1914
ტიპი: ღონისძიება
1914-1918 წლებში გიორგი არჯევანიძე პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა, სადაც იგი იყო კავკასიის ფრონტის არზრუმის ოპერაციის მონაწილე და ერთ-ერთი გმირი. ხელმძღვანელობდა კუპ-დაღის გადასასვლელისათვის ბრძოლას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914-1915 წლებში ვასილ გაბაშვილი კავკასიის მე-3 მსროლელ ბრიგადას მეთაურობდა, ხოლო 1915-1916 წლებში – კავკასიის გრენადერთა დივიზიას. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი სარიყამიშის ოპერაციის მსვლელობისას, სადაც მისმა შენაერთმა არდაგანის (არტაანი) მიმართულებაზე ოსმალთა მე-3 არმიის შენაერთის წინსვლა აღკვეთა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1918 წლებში გიორგი კვინიტაძე კავკასიის მე-4 მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914-1918 წლებში გიორგი კვინიტაძე კავკასიის ფრონტის ერზურუმის ოპერაციის აქტიური მონაწილე და გმირი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს კირილე ქუთათელაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, სიმონ ესაძემ კინემატოგრაფიული საზოგადოება „მინერვადან“ მიიღო შემოთავაზება, რომ გადაეღო ომის ამსახველი ქრონიკის ეპიზოდები დასავლეთის ფრონტზე, ავსტრიისა და გერმანიის ტერიტორიებზე.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წელს სიმონ ესაძეს დიდი სურვილი ჰქონდა გადაეღო ფილმი შამილის თანამებრძოლ ჰაჯი მურადზე. მან ბევრი იმუშავა, მოაგროვა უამრავი მასალა, წერდა სცენარს, მაგრამ ამ ფილმის კინემატოგრაფიული ხორცშესხმა ვერ მოხდა.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით არტემ ჯიჯიხია რუსეთის დასავლეთის ფრონტის გენერალ სამსონოვის მე-2 საველე არმიის მე-15 საარმიო კორპუსის შტაბის ადიუტანტად დაინიშნა.
1914
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1914 წელს გიორგი ერისთავი წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით.
1914
ტიპი: ღონისძიება
საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1914 წელს გიორგი ერისთავი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914-1917 წლებში ივანე ჯაფარიძე თერგის მხარის გროზნოს ოლქის უფროსად მსახურობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისას ივანე ჯაფარიძემ ჩეჩნური საკავალერიო პოლკის ორგანიზებით გაითქვა სახელი სამხედრო წრეებში.
1914
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე ქონიაშვილმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1914 წელს, არზრუმის აღების ოპერაციის დროს, სადაც ერთ-ერთი პირველი შევიდა ქალაქში.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914-1918 წლებში გიორგი ამირეჯიბი ახალციხის მე-20 ბრიგადის შემადგენლობაში მონაწილეობდა I მსოფლიო ომში.

