რეგისტრირებული ფაქტები92262
სორტირება თარიღი კლებადობით
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 13 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ლუარსაბ ბოცვაძემ გააკეთა მოხსენება დასაბეჭდი წიგნების შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: დაებეჭდათ „ქაჯანა“, „ალი“ და „თავდადებულნი ქართველნი“, რომელთა დასაბეჭდად უნდა გადაედოთ ხარჯთაღრიცხვიდან დანიშნული თანხა, 300 მანეთი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბერს ქუთაისის ქართულ თეატრში გიორგი ნიკოლოზის ძე იშხნელის ბენეფისი იყო დანიშნული.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტ. ფირალაშვილი ქუთაისის გუბერნიის მუშათა დაზღვევის საკრებულოს წევრად აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე ჩერნიკოვმა ახალი სისტემის გიტარა გამოიგონა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, იაკიმე კირთავას ლოსაბერიძის მოკვლა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილი ქუთაისიდან ბათუმის საოლქო საპყრობილეში გადაიყვანეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილს მკვლელობა და ბათუმის მომრიგებელი მოსამართლის მდივნის გაძარცვა ედებოდა ბრალად.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 13 დეკემბერს სოფ. მაღლაკის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი ტარას ეგნატეს ძე ტყეშელაშვილი გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების 1912 წლის შემოსავალ-გასავალი 431 მანეთსა და 52 კაპიკს შეადგენდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ვანო და ალექს ლებანიძეების საქმე უნდა განეხილა. მათ ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას დ. გოშაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა გადაწყვეტილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ალექსი ტომარაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას სპირიდონ გოშაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას პ. ჩარკვიანის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ედმონდ ედმონდის ძე ფრიკი ინჟინერი იყო.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 12 დეკემბერს სოფ. ამაღლების მამასახლისად ლუკა ტყეშელაშვილი აირჩიეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს ნოე ჟღენტის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს სერაპიონ ბურჯანაძის საქმე უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11-12 დეკემბერს სამხედრო სასამართლოს მეთოდე მახარაძის საქმე უნდა განეხილა.

