რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება თარიღი კლებადობით
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის 5 აგვისტოს, მეორე დაკითხვაზე, ივანე ცომაიამ განაცხადა, რომ არალეგალურად ცხოვრების დროს იარაღს არ ატარებდა და არც არალეგალურ მუშაობას ეწეოდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
ივანე ცომაიას მეორე, 1924 წლის 5 აგვისტოს დაკითხვის მასალების მიხედვით, მან საბჭოთა ხელისუფლებას შერიგებისათვის მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 2 აგვისტოს წინასწარი დადგენილებიდან ირკვევა, რომ ჩეკას წარმომადგენელი ჯალაღანია გაეცნო დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც, ბობოკაშვილს ბრალად ედებოდა კონტრრევოლუციონერობა, კერძოდ, მენშევიკების პარტიისადმი მიკუთვნებულობა და აქტიური მუშაობა მათ რიგებში. ამის შემდეგ ჯალაღანიამ გასცა განკარგულება, დაეკავებინათ ბობოკაშვილი და მიეცათ პასუხისგებაში. 2 აგვისტოს გაიცა ბობოკაშილის სახლის ჩხრეკის ორდერი.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 30 წლის გრიგოლ მაჭარაშვილი დახვრიტა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ნოე რამიშვილი საფრანგეთიდან საჭირო ინფორმაციასა და მითითებებს აწვდიდა კონსტანტინოპოლში პოლიტიკური კომისიის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე გვარჯალაძეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აგვისტოს აჯანყების გეგმის ერთ-ერთი ავტორი და ორგანიზატორი ნოე რამიშვილი იყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის აგვისტოში ვალიკო ილარიონის ძე ჩუბინიძე ოკუპანტების წინააღმდეგ მიმართულ აჯანყებაში მონაწილეობდა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წელს, აგვისტოს აჯანყების დაწყებამდე, ვახტანგ ნიკოლოზის ძე ჯობაძე ჩეკამ დააპატიმრა და აგვისტოშივე დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის ეკო წერეთელი დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 27 წლის დავით გაფრინდაშვილი დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში საბჭოთა ხელისუფლებამ შორაპნის მაზრაში 30 წლის სერაფიონ მაჭარაშვილი დახვრიტა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის აგვისტოში სერაფიონ მაჭარაშვილი სოციალ-ფედერალისტული პარტიის წევრი იყო.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 38 წლის გრიგოლ ტაბატაძე დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 22 წლის ნიკოლოზ ხარჩილაძე დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 49 წლის ისმაილ აბაშიძე დახვრიტა.