საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89486

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 19 იანვარს არშაკ მარზოიანცის 322 მანეთის ოქროსა და ვერცხლის ნივთები მოჰპარეს.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის დეკემბერში მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი გარდაიცვალა ნიცაში.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 1-ელი დეკემბრიდან მთავრობის განკარგულებით ქალანთაროვი ზუგდიდის მაზრის სოფ. ჭკადუაში დანიშნეს ექიმად.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში ექიმმა ზარგარიანცმა ბავშვების მოვლის შესახებ ლექციების კითხვა დაიწყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მანსვეტოვი კავკასიის მე-3 მსროლელთა ბატალიონის ქვეითთა ჯარში მსახურობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ტერ-აკოფოვი ხაშურში პოლიციის მოხელედ მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ხაშურში დაიწვა სვიმონ თევდორაძის სასტუმრო „ვარშავა“.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის დეკემბრამდე ქალანთაროვი ქუთაისის სამკურნალო განყოფილების შტატგარეშე ექიმი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიის რედაქციამ დაბეჭდა სიმონ გუგუნავას ისტორიული პოემა „თამარიანი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 აგვისტოს აბაშის სამრევლო სკოლის დასახმარებლად დადგეს რაფიელ ერისთავის ერთმოქმედებიანი ვოდევილი „ბიძიასთან გამოხმაურება“ და ვალერიან გუნიას ვოდევილი „ჩაყოლას ჩათრევა სჯობია“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნინა თარხნიშვილისა ახალქალაქში საკვირაო სკოლის დაარსებას აპირებდა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის ნოემბერში ახალციხის მაზრის ბოქაული, კოლეგიის ასესორი, გუგუშვილი პირადი საქმეების გამო ორი კვირით შვებულებაში გავიდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს მასწავლებელი დობროლოვსკი ქუთაისის სასულიერო სემინარიაში მსოფლიო და რუსეთის სამოქალაქო ისტორიის პედაგოგად დანიშნეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარლამ ილარიონის ძე ლორთქიფანიძე ქუთაისის ოლქის სასამართლოში უმცროს კანდიდატად დანიშნეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ოზურგეთის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი სოგინი თელავის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად დანიშნეს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კიევის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ყასაბიშვილი ალექსანდრეს სამისიონერო სასწავლებელში საღვთისმეტყველო საგნების პედაგოგად დანიშნეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 10 აგვისტოს ალექსეი ეისნერი სამეგრელოში ხობის მონასტრის სანახავად იყო მისული. ბერებმა ის მონასტერში არ შეუშვეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 აგვისტოს ალექსეი ეისნერი ხობის მონასტრში 1160-1660 წლებით დათარიღებული ფრესკებისა და ხატების შესასწავლად ბერებმა ბოქაულის დახმარებით შეუშვეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსეი ეისნერმა ხობის მონასტრის ბერებს სთხოვა, რომ ლიპარტიან-დადიანების კუთვნილ ხატებსა და ფრესკებს ხალხი არ შეხებოდა, რათა არ დაეზიანებინათ.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ატოცში მცხოვრები ღარიბი გლეხის პავლე მახარობელიძის შვილმა ტიტე მახარობელიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 15 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართლში არსენაძის ოჯახში გამართული ნათლობის დროს სოსო ფალავანდიშვილმა ხანჯლით დაჭრა სტუმარი გ. ჭიჭინაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-3, მე-4 და მე-5 თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 მაისს მე-9 ნაწილის პოლიციელმა ხეთაგუროვმა დააპატიმრა ქურდობაში ეჭვმიტანილი ნიკოლოზ იაკოვლევი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 14 მაისს სოფელ ბაზალეთის მკვიდრი ნესტორ დევდარიანი თავის ცოლ-შვილთან ერთად მიდიოდა „ვარძიის დედათა ღვთისმშობლის“ ეკლესიაში. მდინარე ჩხერიმელას გადალახვისას ისინი წყალმა წაიღო, მხოლოდ ქალი გადარჩა, მამა და შვილი გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ პეტრიაშვილი ლაბორანტით და ოცი მეოთხე კურსის სტუდენტის მონაწილეობით ჭიათურის შავი ქვისა და ტყიბულის ქვანახშირის წარმოებას გამოიკვლევდა.