რეგისტრირებული ფაქტები85197
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 17-18 მარტს გრიგოლ ლორთქიფანიძე ქუთაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობისა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტში მამია დიმიტრის ძე ორახელაშვილი საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 13 ივნისს შორაპანში გამართულ წარმოდგენებში „Жертва эгоизма“ და „დედისერთა“ მონაწილეობდნენ: ვასილ არაბიძე, პ. ვლადიმიროვი, ა. წულუკიძე, ა. კახეთელიძე, ოლ. ალ. არეშიძე, ცაგურია, ლუბა ალექსანდრეს ასული ვაშაკიძე და სხვ.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 14 აგვისტოს სიღნაღში ნიკოლოზ გვარაძის რეჟისორობით „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 ივლისს ბორჯომში მჟავე წყლის სათეატრო შენობაში წარმოადგინეს „ხანუმა“, რომელშიც მონაწილეობდა ნ. ჯავახიშვილისა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იუზა ფრანცის ძე ზარდალიშვილმა ხაშურის დრამატული წრის მიერ გამართულ საღამოში მიიღო მონაწილეობა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 აგვისტოს ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ეკატერინე ივანეს ასულმა სარაჯიშვილმა ქართულ დრამატულ საზოგადოებას 100 000 მან. უანდერძა, მცირეწლოვან დამნაშავეთა ახალშენს – 10 000, თბილისის სადოსტაქრო საავადმყოფოსთვის შენობის ასაგებად დატოვა 200 00 მანეთი.