საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92262

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ზაქარია ჭიჭინაძის სტატია „ვარსკვლავთ-მრიცხველობის განძი“. ავტორის ცნობით, ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის ოჯახში აღმოჩნდა ისტორიული და ვარსკვლავთმრიცხველური განძი – თითბრის ფიცრისგან დამზადებული დედამიწის მოდელი ცის მნათობებით, ზღვებით და მთელი შემადგენლობით, რომელთაც ქართული სახელწოდებები ჰქონდა. საოცარი ოსტატობით იყო აღნუსხული დედამიწის ტრიალი, წელიწადთა და დროთა ბრუნვა, მთვარისა და მზის მოძრაობა. წარწერა, რომელიც დედამიწისა და ცის მოდელს ჰქონდა, ვახტანგ მეფეს ეკუთვნოდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ზაქარია ჭიჭინაძე იუწყება, რომ ანტონ ივანეს ძე არჯევანიძის სახლში აღმოჩენილი ცისა და დედამიწის მოდელის სანახავად მსურველებს შეეძლოთ მისვლა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ყარალაშვილი მე-2 ქართული ცხენოსანთა პოლკის პორუჩიკი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტია „იტტიხადმა“ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურაზე დაასახელა თალაათ-ბეი, საალი სეკი ბეი და ბეხადინ-ბეი.

1920

ტიპი: ორგანიზაცია

1920 წლის 31 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბერიძე წყნეთის საქალაქო სკოლის მოწაფე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვარს წყნეთის საქალაქო სკოლის გამგე სოფიო სიდამონოვ-ერისთავის ინიციატორობით გამართულ საშობაო საღამოზე ლექსი წაიკითხა ამავე სკოლის მოწაფე ბერიძემ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე მთავრობის საქმეთა მმართველი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეებმა ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილ იუსტიციის მინისტრ ევგენი გეგეჭკორს გაუმართეს ბანკეტი, რომელსაც დაესწრნენ: იუსტიციის ახალი მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მთავრობის საქმეთა მმართველი კონსტანტინე იასონის ძე ჯაფარიძე, იუსტიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი თევდორეს ძე ჟორდანია, სასამართლო უწყების მოხელეები და ნაფიც-ვექილთა კორპორაციის წარმომადგენლები, 60 კაცზე მეტი. თამადობდა ალექსანდრე ყანჩელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 25 იანვარს სასამართლო უწყების მოხელეების მიერ ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ევგენი გეგეჭკორისთვის გამართულ ბანკეტზე სიტყვით გამოვიდნენ: გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, იოსებ კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი, გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძე, ისაი მარკოზის ძე დოლუხანოვი და სხვები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ალფეზ მიქელაიშვილის წერილი „გარეშე ცნობა, ღია წერილი (ბ. ბ. ძმ. ნარსიებს ქუთაისში)“.

1919

ტიპი: გარდაცვალება

1919 წლის 31 იანვარს დაბა ხარაგაულში რომანოზ დეკანოსიძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 31 იანვარს დაბა ხარაგაულში რომანოზ დეკანოსიძის გარდაცვალების წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 იანვარს საღამოს 9-ის ნახევარზე ქართულ კლუბში გაიმართებოდა საოჯახო საღამო, რუსული დრამის თეატრი „ტარტო“ წარმოადგენდა კომედიას „საბრალო ფედია“. მონაწილეობდნენ: ალეშკო, ზელიონაია, იანსი, პოლიაევი, როგაჩევსკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ (რუსთაველის გამზ. 21) ყოველდღე გაიმართებოდა სადილი და დაუკრავდა ანგელესკოს რუმინული ორკესტრი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 იანვრიდან ქართველ მწერალთა კლუბ “ქიმერიონში“ წარმოადგენდნენ განახლებულ პროგრამას, რომლის რეჟისორი იყო ლეო გალი, კონფერანსიე − ნეჩაევი.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 9 მარტს თბილისის ოლქის სასამართლოში ევგენია ჯორჯაძის საქმის გარჩევაზე სოსიკო ონიკაშვილი მოწმედ გამოვიდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს თელავში პეტრე პეტრიაშვილი ევგენია ჯორჯაძესთან მზარეულად მუშაობდა.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს კალისტრატე მიხეილის ძე ცინცაძე კიევის სასულიერო აკადემიის სტუდენტი იყო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884 წელს დათიკო კოჭლამაზაშვილი დავით ჯორჯაძესთან მოსამსახურედ მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფ. სვირში ალ. ნიჟარაძესა და დავ. აბაშიძეს კონფლიქტი ჰქონდათ.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს დ. აბაშიძე კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილების სტუდენტი იყო.

1889

ტიპი: განათლება

1889 წლის მაისში კ. ქუთათელაძეს კიევის უნივერსიტეტის საექიმო განყოფილება უნდა დაესრულებინა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 მარტს ოსმალეთის კონსული ჰასიბ-ბეი ბათუმიდან თბილისში დაბრუნდა.

1885

ტიპი: თანამდებობა

1885 წელს ს. კიკნაძე მოსამსახურედ მუშაობდა მიხეილ შიუკაშვილთან.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს მარიამ პრესნიაკოვისა თბილისში ამიერკავკასიის რკინიგზაზე მოსამსახურეთა შვილებისთვის დაარსებული ორკლასიანი სასწავლებლის მზრუნველი იყო.