რეგისტრირებული ფაქტები81814
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 20 მაისს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა გამოჩენილი გინეკოლოგი ბაცევიჩი და სამსონ თოფურიას საავადმყოფოში იღებდა ქალებს, რომლებსაც საშვილოსნოს ავადმყოფობები ჰქონდათ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 10 მაისს ნიკოლოზ კობიაშვილი ხარჯის მოსაგროვებლად ლეხერის ხეობაში გაგზავნეს, სადაც შემთხვევით წააწყდა არსენა ხუბაშვილს, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა პოლიცია პილიშვილის დაჭრისა და ქურდობის გამო. კობიაშვილმა მოახერხა ხუბაშვილის შეპყრობა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 მაისს ფოთის საქალაქო ბაღში ქალთა სასწავლებლის დასახმარებლად გაიმართა ლატარია-ალეგრი. საქველმოქმედო კომიტეტი მადლობას უხდიდა თბილისელ ვაჭრებს: სტანისლავ ჩარახჩიანს, ფორაქოვს, ლისინოვს, კაჭკაჭოვს, მიასნიკოვს, ბარამოვს, ს. ეზოვს, ნავტიკოვსა და სუმბათოვს ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ შემოწირულობის გაღებისთვის.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლისთვის 100 წელიწადი სრულდებოდა მას შემდეგ, რაც პეტერბურგში პაჟთა კორპუსი დაარსდა. საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ-ადიუტანტმა რიხტერმა, თბილისის გუბერნატორს მიმართა და სთხოვა, რომ შეეტყობინებინა საჭირო ცნობები იმ მოხელეთა შესახებ, რომელთაც კორპუსში ესწავლათ და 1897 წლისთვის თბილისის გუბერნიაში მსახურობდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში ექიმმა ვართანოვმა ა. ა. ივანენკოს ღია წერილით მიმართა, რომელშიც გამოხატა პროტესტი იმის გამო, რომ თბილისის სასანიტარო ინსპექტორის არჩევნებში ქალაქის გამგეობამ ვართანოვსაც უყარა კენჭი, ისე რომ მისგან თანხმობა არ აუღიათ. არჩევნებში ექიმმა სტეფანოვმა გაიმარჯვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 8 თებერვალს შტაბის შენობაში ივანე ამილხვარის თავმჯდომარეობით გაიმართა სამხედრო დაწესებულების კრება, რომელზეც იმსჯელეს შავი ჭირის შესახებ. კრებას დაესწრნენ ჯარის უფროსი გენერლები, გუბერნატორი და სამხედრო ექიმები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 7 იანვრიდან ა. ტერ-აკოფოვის სასწავლებელი და პანსიონი იღებდა მოსწავლეებს, როგორც სასწავლებელში მოსამზადებლად, ისე საცხოვრებლად. ქართველებს ქართულ ენას სიონის ტაძრის მღვდელი ანტონ თოთიბაძე ასწავლიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში იაკობ გოგებაშვილი მძიმედ იყო ავად ინფლუენციით. მას მიხეილ გედევანიშვილი მკურნალობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის იანვარში საქართველოს ეგზარქოსმა ნება დართო დავით ზაქარიას ძე ბარათაშვილს, რომ თავისი ხარჯებით შეეკეთებინა თბილისის მახლობლად, მისივე მამულში მდებარე მეთერთმეტე საუკუნის ეკლესია, რომელიც სიძველის გამო ინგრეოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 იანვარს ფილო ჭიღლაძემ „ცნობის ფურცლის“ რედაქციაში წარადგინა საოლქო სასამართლოს განაჩენი, რომელშიც ჩანდა, რომ ის სასამართლომ გაამართლა. ფილო ჭიღლაძეს თავისი სახლისთვის ცეცხლის წაკიდება ედებოდა ბრალად, რის შესახებაც „ცნობის ფურცლის“ ძველ ნომერში ეწერა.
1897
ტიპი: მფლობელობა
1897 წლის იანვარში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელი, რომელიც დროებით ფ. მხეიძის შენობაში იყო განთავსებული, ქვითკირის ახალ ორსარულიან შენობაში გადაიტანეს, რომელიც ასევე მხეიძეს ეკუთვნოდა. ეს შენობა სენაკელებმა თავიანთი ფინანსებით ორი წლით უქირავეს სამღვდელოებას. ქალაქს წელიწადში ასი თუმანის გადახდა უწევდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის იანვარში ლეო კარლის ძე ზისერმანი, რომელიც იქამდე გორში მაზრის თანაშემწედ მსახურობდა, თელავის მაზრის უფროს თანაშემწედ გადაიყვანეს. ზისერმანის გადაყვანა ძალიან ეწყინათ არა მხოლოდ გორელებს, არამედ მთელი გორის მაზრის თავად-აზნაურებს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართებოდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ მარო თარხნიშვილის გუნდი და ნეაპოლიტანის კაპელა. საღამოს უხელმძღვანელებდა ნიკოლოზ ერისთავი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 იანვარს ქართულ კლუბში ილია ჭავჭავაძის ხსოვნის აღსანიშნავად გაიმართებოდა დიდი საზეიმო საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: ივანე გომართელი, ივანე მაჭავარიანი, ნიკოლოზ ერისთავი და სხვები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერევანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრე ყანჩელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ ერევანში დიდი ბრიტანეთის მისიის მეთაურმა გურსიმ აცნობა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღიარება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ერევანში საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მოადგილე ალექსანდრე ყანჩელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ ერევანში დიდი ბრიტანეთის მისიის მეთაური გურსი მილოცვას უგზავნიდა საქართველოს მთავრობას დამოუკიდებლობის ცნობის გამო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მასწავლებელი ქალების, გედევანიშვილისა და კოტეტიშვილის ხელმძღვანელობით მცხეთის საკათალიკოსო ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ პირველდაწყებით სასწავლებელში ბავშვებს საშობაო ნაძვის ხე გაუმართეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გედევანიშვილი მცხეთის პირველდაწყებით სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის სამხედრო მისიის მეთაურები – გენერალი ანდრონიკი და გენერალი ბაგრატუნი საფრანგეთიდან ნიუ-იორკში ჩავიდნენ, რომელთაც ნიუ-იორკის სომხური საზოგადოება აღფრთოვანებით შეხვდა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალი ანდრანიკ ოზანიანი სომხეთის სამხედრო მისიის მეთაური იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალი იაკობ გერასიმეს ძე ბაგრატუნი სომხეთის სამხედრო მისიის მეთაური იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალანთაროვი იყო საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დეპეშათა სააგენტოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი ქალანთაროვი დააპატიმრეს როგორც დენიკინის ჯაშუში, რის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ დეპეშათა სააგენტოს ბიულეტენები სავსე იყო მოხალისეთა ჯარის „სვოდკებით“.