საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93604

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილი ვასილ თუხარელის სიძე იყო.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთში „არძაგანკი“ სომეხ ვაჭარ აჯიმიანის გარდაცვალების შესახებ განცხადება დაიბეჭდა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ ვასილის ასული ფალავანდიშვილი სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ივანეს ასული ფალავანდიშვილი სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ მიხეილის ძე ფალავანდიშვილი ანა თუხარელის სიძე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი ინგლისის პრემიერმინისტრმა დევიდ ლოიდ ჯორჯმა მიიღო. გეგეჭკორმა ლოიდ ჯორჯს საქართველოს იმდროინდელი მდგომარეობა და ამიერკავკასიის პოლიტიკური გარემოებები გააცნო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „ახალი ავანტიურა“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „სპირიდონ კედიას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „გიორგი გვაზავას სიტყვა დამფუძნებელ კრებაში (კონსტიტუციის პროექტის შესახებ)“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ბრილლის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ ნიკოლოზის ძე დიასამიძის წერილი „ახალი წელი საზმანიოში (თითქო-სინამდვილე)“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მელანიას (ნიკოლოზ გიორგის ძე ნათიძე) წერილი „რედაქტორის მიმართ“.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის ოქტომბერში თბილისის მე-2 სამკითხველოს ხარჯთაღრიცხვა ხელმოწერით დაადასტურეს ილია ჭავჭავაძემ, ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე რატიშვილმა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 24 ნოემბერს გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მარიამ ჩუდეცკი ყაზახეთში გაემგზავრა, სადაც არქიეპისკოპოსმა პავლემ ახალი სამსახური შესთავაზა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ჯანაშვილმა ქართულ-ინგლისური ლექსიკონი შეადგინა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ჯანაშვილმა საინგილოში ყოფნის დროს შადგინა ინგილოური ლექსიკონი, რომელშიც განმარტებული ჰქონდა უდური და ლეკური ენების სიტყვებიც.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მაჩხაანის ახალგაზრდობამ წინამძღვარიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის სასარგებლოდ ავქსენტი ცაგარლის „ხანუმა“ და გიორგი დავითის ძე ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდი“ წარმოადგინა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის ნოემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილი გარდაიცვალა.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ისაკის ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის დედა იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დარია ელიზბარის ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის მეუღლე იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე (ვანიჩკა) თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მერიკო თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის შვილი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ოლღა ივანეს ასული თაქთაქიშვილი გიორგი თაქთაქიშვილის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინა ივანეს ასული თაქთაქიშვილი-ნასიძისა გიორგი თაქთაქიშვილის და იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე აბრამის ძე ნასიძე ნინა ივანეს ასული თაქთაქიშვილის მეუღლე იყო.