საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90438

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ზაალის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს ორი წიგნი შესწირა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს თ. აბაშიძე აბაშაში ბოქაულად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ვასილ ხახუტაშვილი თელავის საპყრობილის ზედამხედველი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი ბლაღოჩინი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ივანე მიხეილის ძე ფედოტოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორ ორსართულიან და ერთ სამსართულიან სახლს სარდაფებითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 1-ელი თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ 9 შაურად იყიდებოდა.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რასულ ბეგ საშაკოვს თბილისში დუქანი ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 30 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ შენგელია, იოანე ქავჟარაძე და ბესარიონ გაბისონია სამურზაყანოს სამრევლო სკოლების გამგებლები იყვნენ.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 22 იანვარს თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე ილია ზარაფიშვილმა გამგეობის წევრებს ამხანაგობის წესდების ქართულად დაბეჭდვა შესთავაზა. მისი სურვილი დააკმაყოფილეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის ივნისში ქართული დრამატული საზოგადოება წარმოადგენდა ალექსანდრე მოჩხუბარიძის ხუთმოქმედებიან დრამას „ცოლი-მეუღლე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვი, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ვასო აბაშიძე, კ. მ. მაქსიმიძე, კავთელი და სხვანი.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 27 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-17, მე-18, მე-19 და მე-20 თავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 მაისს ალექსანდრე ჭყონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების თავმჯდომარე იყო.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების მეორე დღეს გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 30 მაისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებას ალექსანდრე დონდუკოვი დაესწრო. კრებაზე განიხილეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში და სხვადასხვა სამეურნეო საკითხი.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ანასტასია თუმანიშვილმა გორის დედათა პროგიმნაზიის სასწავლებელს 100 მანეთი შესწირა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წელს ამირინდო ამილახვარმა გორის დედათა პროგიმნაზიის სასწავლებელს 50 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 31 მაისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი წერეთლის მოთხრობა „მამიდა ასმათი“, მე-14, მე-15, და მე-16 თავი.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 30 მაისს თბილისის საოლქო სასამართლომ ალექსანდრე ხოსროევი თავისი სახლის განზრახ დაწვაში დამნაშავედ სცნო და 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ირაკლი ბერძნიშვილი ინსპექტორად მსახურობდა რეალურ სასწავლებელში, სადაც სომხები და თათრები სწავლობდნენ. ნაციონალიზაციის გამო მისი იქ დარჩენა შეუძლებელი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გიორგი ქართველიშვილმა ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს 3000 მანეთი შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს ივანე იზმიროვმა მიწა შესწირა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისიდორე რამიშვილი ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლობის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და იმედი გამოთქვა, რომ ოსები მხარს დაუჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 29 სექტემბერს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძემ და სამსონ მიხეილის ძე დობორჯგინიძემ მენშევიკების რიგები დატოვეს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 იანვრის გაზეთ „საქართველოსთვის“ გაგზავნილ ცნობებში პეტროგრადში საქართველოს ყოფილი კონსული ალექსანდრე ჩერქეზიშვილი იუწყება, რომ პეტროგრადში დახვრიტეს ზაქარია ტატიშვილი და ბორის გიგიჯანოვი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 11 იანვრის გაზეთი „საქართველო“ „გოლოს როსიაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ტროცკი ბოლშევიკების უკან დახევისას დაჟინებით ითხოვდა გენერალ ბობროვის დახვრეტას.