საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81689

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ თადეოზ გაბრიელის ძე ბალანჩივაძემ სვიმონ და ბეგლარ ელაშვილები სამედიატორო სამართალში გამოიწვია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიქტორ საყვარელიძემ ზესტაფონში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის შემოსავალი, 48 მანეთი, არ წარმოადგინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე ძიმისტარაშვილი „კორტოხას“ ფსევდონიმით „დროებაში“ ლექსებსა და წერილებს აქვეყნებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ობრაზცოვი ოპერაში „ფაუსტი“ ვალენტინის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ლიუბინი ოპერაში „ფაუსტი“ ფაუსტის როლს ასრულებდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ რაფიელ ჩიხლაძემ გამოაქვეყნა სტატია მევენახეების საყურადღებოდ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 აგვისტოს ზესტაფონის საკრებულოს დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა, რომლის გამგეებიც ვანო და კალენიკე საყვარელიძეები იყვნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სვიმონ და ბეგლარ ელაშვილები ფართლეულით ვაჭრობდნენ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივან იაკობის ძე ლეუსი თბილისის სამშენებლო კომისიის (სამეურნეო მიმართულების) წევრი იყო.

1846

ტიპი: ავტორობა

1846-1847 წლებში იგორ დავითის ძე სარაჯიევი თბილისის სათავადაზნაურო საბჭოში მთავრობის წარმომადგენელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე ალექსანდრეს ძე პოპეიკო თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოს მეანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ანდრეი პავლეს ძე ბოინდინი თბილისის პოლიციის სამმართველოს კანცელარიის გამომძიებლად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში თომა ივანეს ძე უმისა თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოს ოპერატორი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს იოსებ ივანეს ძე ნეპოკოჩიცკი თბილისის სამხარეო მმართველის მდივანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს დავით თომას ძე გრიგორევი ამიერკავკასიაში ჭირის გავრცელების დაცვის კომიტეტის საქმის მწარმოებელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში იური სტეფანეს ძე საბინ-გუზი თბილისის პოლიციის სამმართველოს მეორე ნაწილის შტაბს-კაპიტანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში გუბერნიის მდივანი გრიგოლ პავლეს ძე ორჯონიკიძე სურამის საუბნო გამომძიებელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში შტაბს-კაპიტანი გიორგი დავითის ძე ერისთავი გორის საუბნო გამომძიებელი იყო.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელია სამი წელი იჯდა ციხეში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავრობამ ვასილ ჩხიკვაძის საქმის გამოძიება მღვდელ გიორგი ტყეშელაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მთავრობამ ვასილ ჩხიკვაძის საქმის გამოძიება მღვდელ გიორგი ტყეშელაშვილს დაავალა.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს მელიტონ ვასილის ძე ქელბაქიანი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 3 ნოემბერს ახალი სენაკის საკრებულოს დარბაზში აკაკი წერეთლის „ბუტიაობა“ წარმოადგინეს.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 15 ნოემბერს პედაგოგი სტეფანე ძიმისტარაშვილი დაასაფლავეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დარკვეთში საფერშლო სადგური მოაწყვეს და ფერშლად ვ. კვიკვიძე დანიშნეს.