რეგისტრირებული ფაქტები92254
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფელ ახალქალაქში საქალებო სასწავლებლის სასარგებლოდ ავქსენტი ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ!“ ნატალია გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით წარმოადგინეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიაში“ ყიზლარში, ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ ჩაწერილი „ხალხური ლექსი“ დაიბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივლისში მსახიობი ვასილ აბაშიძე სოფელ მეჯვრისხევში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გამართულ წარმოდგენაზე მიიწვიეს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 15 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავი ექიმი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივლისს საქართველოს ეგზარხოსმა პალადიმ ქაშვეთის ეკლესიის გალავანთან აშენებული ნიში აკურთხა. ღონისძიებას სერგეი შერემეტიევი და გიორგი შერვაშიძე ესწრებოდნენ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი კავკასიის მთავარმართებელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 ივლისს ეგზარხოსმა პალადიმ სიონის გალავანში ახლად აგებული სასულიერო მუზეუმი აკურთხა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წელს მ. ვ. ორბელიანისა ახალქალაქის საქალებო სასწავლებლის ხელმძღვანელი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთში ჩასულმა ახალგაზრდა ყმაწვილებმა: გეგენაშვილმა, სავანელმა, გელიკურაშვილმა, მახარაძემ და თამაზიშვილმა ქართული თეატრის მსახიობობა დაიბრალეს და მოტყუებით წარმოდგენა გამართეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შ. დავიდოვის ინიციატივით ცნობათა მთავარი დაწესებულება გაიხსნა, რომლის მთავარი მიზანი მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით წერეთლის მოთხრობა „თბილისის იმერელთა და სომეხთა ცხოვრება“ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილმა თავისი თხზულება ვაზის მოვლისა და გაშენების შესახებ დაბეჭდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილის თხზულებისთვის სხვადასხვა მცენარეების სურათები კონსტანტინე მესხიშვილის ლითოგრაფიის საწარმოში იბეჭდებოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 17 ივლისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ ტატიშვილს სურდა ქართული ნოტები სახელწოდებით „ქართული ქნარი“ დაებეჭდა, რომლის მუსიკა მელიტონ ბალანჩივაძეს ეკუთვნოდა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 10 ივლისის ფილიმონ ქორიძემ სურამში კონცერტი გამართა, საიდანაც 20 თუმნამდე თანხა აიღეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მიხეილ ზურაბის ძე შარაშიძის ფოთში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: მფლობელობა
1896 წელს მიხეილ ზურაბის ძე შარაშიძეს ფოთში, დიდ კუნძულზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოფიო გალუსტას ასულ მიანსაროვის ერევანში მდებარე სართულნახევრიან სახლს ერთი ერთსართულიანი და ერთი ორსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 7 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე სმირნოვისამ ფოსფორის სითხით თავი მოიწამლა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 20 დეკემბრიდან მ. ნ. ზაალოვა საკუთარი თხოვნით გაათავისუფლეს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორობისა და პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეობის თანამდებობებისგან.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 29 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლავრენტი ასათიანი თბილისის სამხარეო კომისრად დაინიშნა. განცხადებას ხელი მოაწერა შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარმა აკაკი ჩხენკელმა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შაბან რაჯებ-ოღლი ვანაძე ბიძის, ახმედ ოსმან-ოღლი ვანაძის მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს.

