საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92254

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ნატალია აბრამის ასულ ფარესოვის თბილისში მდებარე ორ სამსართულიან სახლს სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ნატალია აბრამის ასულ ფარესოვს თბილისში, ხევის ქუჩაზე, ორი სამსართულიანი სახლი ჰქონდა სამსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ქალია ვასილის ასულ ღამბაროვის ფოთში, ლევაშოვის ქუჩაზე, მდებარე ერთსართულიან ხის სახლს ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ქალია ვასილის ასულ ღამბაროვს ფოთში, ლევაშოვის ქუჩაზე, ერთსართულიანი ხის სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დაუსრულებელი შენობითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 მარტს პეტრე ჩურიკოვმა ძმა, დიმიტრი ჩურიკოვი, თბილისში ზურგსა და ხელში დაჭრა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხულაში შაბან რაჯებ-ოღლი ვანაძემ და მუსტაფა მამედ-ოღლიმ მოკლეს ოსმან-ოღლი ვანაძე და გვამი დამარხეს.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიაში“ მიხეილ ხელაევმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავისთვის წიგნების შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნიკო ჩოლოყაშვილს, იოანე შიუკაშვილს, ვასილ კიკნაძესა და სოსიკო მაჭავარიანს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ვასილ გრიგოლის ძე ლობჟანიძის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს მიწის ნაკვეთთან ერთად.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ნიკო ჩოლოყაშვილი თელავის მაზრის უფროსი იყო.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ვასილ გრიგოლის ძე ლობჟანიძეს თბილისში ერთსართულიანი სახლი ჰქონდა მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სტეფანე ტიმოთეს ძე ორლოვს თბილისში, ავჭალის ქუჩაზე, სამსართულიანი სახლი ჰქონდა ერთი სამსართულიანი და ერთი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სტეფანე ტიმოთეს ძე ორლოვის თბილისში მდებარე სამსართულიან სახლს ერთი სამსართულიანი და ერთი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წლის 27 თებერვალს ქუთაისის საქალაქო საბჭოს სხდომაზე ვასილ როსტომის ძე ყიფიანი ქუთაისის საქალებო პირველდაწყებითი სკოლის სამზრუნველო კომისიის წევრად აირჩიეს.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს დავით ვახვახიშვილსა და ქარუმიძეს პირველი კლასიკური გიმნაზიის სასადილოდან 30 ვერცხლის კოვზის მოპარვა ედებოდათ ბრალად.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს მღვდელმა იოანე შიუკაშვილმა თელავის სატუსაღოს წიგნსაცავს წიგნები შესწირა.

1889

ტიპი: ავტორობა

1889 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ვაჟა-ფშაველას „ღარიბის სიმღერა“ გამოქვეყნდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წელს ევ. პრესნიაკოვი ამიერკავკასიის რკინიგზის მმართველი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 9 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე მედინცევი ეკატერინე ოსლიკოვის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ხიზაბავრაში სამკითხველოს გახსნაზე უარი განაცხადა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31.40 მანეთის ნივთები: 10 „ბუნების კარი“, 20 „დედა ენა“, 70 რუსული ანბანის რვეული და სხვა ნივთები.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 6 ოქტომბერს ივანე გიუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, წინარეხის სკოლისთვის გაეგზავნათ 31. 40 მანეთის ნივთები: 10 „საღმრთო ისტორია“, რაჟდენ ჯაჯანაშვილის 10 „კრებული“, ერთი ყუთი ფანქარი, 40 ცალი სახატავი რვეული და სხვა ნივთები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაგარუიკი მოჭიდავე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნეიზვესტნი მოჭიდავე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვალს, 19.30 საათზე, ვერის დაღმართზე გაიმართებოდა ცირკ „კრისტენსის“ წარმოდგენა – საერთაშორისო ფალავანთა ფრანგული ჭიდაობა. მონაწილეობდნენ: ა. მატოვი, ნეიზვესტნი ერმაკოვის წინააღმდეგ, ზაგარუიკი – ოლეინიკოვი, მაკაროვი – საფაროვი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იოსებ იულონის ძე დადიანი ელენე იულონის ასულ დადიანი-წულუკიძის ძმა იყო.