რეგისტრირებული ფაქტები81530
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წელს ლუბა სანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის განყოფილების გამგეობის წევრობა დატოვა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 8 ნოემბერს სენაკის მაზრაში მცხოვრები მელიტონ დანელია სატუსაღოში გარდაიცვალა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ტიგრან სტეფანეს ძე შახბაზიანი თბილისის თვალის საავადმყოფოს ზედამხედველი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 3 ნოემბერს პოლიციელმა შუსტოვმა საგურამოელი ქურდი დააკავა, რომელმაც სვიმონ ნაბიჭვრიშვილს სახელოსნოდან წაღები მოჰპარა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვალერიან შალიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების მხრიდან ავანსად მიღებული 100 მანეთი უკან დააბრუნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ვალერიან შალიკაშვილის სასარგებლოდ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილებას 8.95 მანეთი შესწირეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 12 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ფიდო ჯარაშვილისა და ასიკო საყურაშვილის საქმეზე თბილისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს. მათ ბრალი სონა მჭედლიშვილის ძარცვა-გაუპატიურებაში ედებოდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 2 ნოემბერს თბილისის კლუბში არმენ ტიგრანის ძე ტიგრანიანის კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობას ივანე სარაჯიშვილი და ვიქტორ ვილშაუც იღებდნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ქუთაისში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა ვარლამ ჭილაძის წიგნის მაღაზიაში შეიძლებოდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს იმერეთის სამოქალაქო გუბერნატორი იყო გენერალ-მაიორი ვასილ სიმონის ძე სოტნიკოვი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს სოხუმის საბაჟოს თარჯიმანს, იაშვილს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება მიანიჭეს.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წელს ქრისტეფორე ავაკუმის ძე ვერმიშოვს ტიტულოვანი მრჩევლის წოდება ჰქონდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები: „სიმდიდრის მსხვერპლი“ და „დატრიალდა ჯარა“. ორივე წარმოდგენას ერთად 366 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 164.25 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 4 ნოემბერს სერგეი ალავერდოვის სათამაშოების მაღაზიაში ხანძარი გაჩნდა.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები: „ფული და ხარისხი“ და „საუბედურო დებიუტი“. წარმოდგენებს ერთად 358 კაცი დაესწრო. მოგება შეადგენდა 155.80 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის დეკემბერში ოზურგეთის თვითმართველობაში გადაწყდა საკუთარი ექიმის მოწვევა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში თვითმართველობის დარბაზში მიიღებდა ავადმყოფებს. ავადმყოფებს უმკურნალებდნენ სხვა ექიმებიც: არტემ დავიდიანცი, ივანე ელიშუღის ძე თიკანაძე, ლუკა იაგორის ძე გოგავა, ვალენტინ ალექსანდრე ძე დემიდოვი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ივლისში სოლოღაშვილი მთავრობის განკარგულებით შტაბის კაპიტნად დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 20 ივლისიდან თეოდორე ალექსანდრეს ძე ბიკოვი გუბერნატორის თანამდებობის აღსრულებას შეუდგა.