რეგისტრირებული ფაქტები81482
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეკატერინე გაბაშვილისა ქუთაისიდან გაემგზავრა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს კოლბასინმა სასამართლო პალატას ეკატერინა პამპალოვის მოტაცების საქმე გააცნო.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი სოკრატ შამათავა ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, წალენჯიხის ღარიბ ქალთა სამრევლო სასწავლებელს ნადია ქუთათელაძისამ და გიორგი დიდიძემ თითო მანეთი შესწირეს, იასონ ყიფიანმა – 2 მან., სევერიანე ლორთქიფანიძემ – 25 მან., სანდრო ლორთქიფანიძემ – 5, ნესტორ ერისთავმა – 3 მან., ნიკო გრიგოლიამ – მანეთ-ნახევარი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს დანიელ ხოტოველი საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბრის დასაწყისში სათავადაზნაურო თეატრში შუმილინის რუსულმა დრამატულმა დასმა დადგა სპექტაკლი „მედეა“, რომელშიც მთავარ როლს მარინა მარსკაია ასრულებდა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის პირველი ნოემბრიდან ბაქოს ოლქის სასამართლოს უფროსი კანდიდატის, სამსონ ჯანსუღის ძე გელოვანის წლიური ანაზღაურება 1 000 მანეთი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის პედაგოგებმა დავით ოტიას ძე ნიჟარაძეს გიმნაზიის ბიბლიოთეკისთვის ძვირფასი და იშვიათი გამოცემის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ეკატერინე გაბაშვილისამ დამსწრეთ თბილისის ქალთა საზოგადოების სახელოსნო სკოლის ისტორია გააცნო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ალექსანდრე გარსევანიშვილმა ეკატერინე გაბაშვილის მოკლე ბიოგრაფია წაიკითხა და მისი რამდენიმე მოთხრობა განიხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს ქუთაისის ქალთა საზოგადოების კრებაზე ჩიტო შარაშიძე სიტყვით გამოვიდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმონ დოღონაძემ ერთი დარაჯი რევოლვერით მოკლა, მეორე – დაჭრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს ბაგრატ ცნობილაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, თედორე პეტროვს ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში გაგზავნა ჰქონდა მისჯილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ექიმი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი პაციენტებს მიხეილის ქუჩის №16-ში იღებდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს რაჟდენ ცანავა საგუბერნიო სატუსაღოდან სამუშაოდ თბილისში გაგზავნეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 8 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ხომერიკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფ. ფარცხმის სამრევლო სკოლისთვის ჟურნალ „ნაკადულის“ გამოწერის გამო მადლობა გადაუხადა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 4 ნოემბერს გამოძიებაში მყოფი დავით ზაქარაია ქალაქის საგუბერნიო სატუსაღოდან გაგზავნეს ზუგდიდის სამაზრო სატუსაღოში, სადაც მისი საქმე ოლქის სასამართლოს უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 5 ნოემბერს მიხეილ პაპისოვი საგუბერნიო სატუსაღოდან თბილისში გაგზავნეს სამუშაოდ.