რეგისტრირებული ფაქტები87735
სორტირება თარიღი კლებადობით
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ალექსანდრე გიორგის ძე მეზვრიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.
1909
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა ავჭალის ბიბლიოთეკის საზოგადოების მფლობელობაში გადასვლის შემდეგაც მის გამგედ ლ. დანილენკო დარჩენილიყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე ლ. დანილენკომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ავჭალის ბიბლიოთეკა თავის მფლობელობაში მიეღო და მისთვის ყოველთვიურად 15 მანეთი გამოეყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1909 წლის სხდომის ოქმების მიხედვით, ლ. დანილენკო ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებელ გიორგი უთურაშვილის სხვა უწყებაში გადასვლის საკითხი.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოქმის მიხედვით, კონსტანტინე ანთაძე ყვირილის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1909
ტიპი: თანამდებობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, პავლე მერაბიშვილი იყო უდის ბიბლიოთეკის გამგე.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ივანე როსტომის ძე მიქაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წელს ნიკოლოზ იოსების ძე მიქაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს მელიტონ გობეჩიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ქართული ლიტერატურის შესახებ ფრანგული წიგნაკის გამოცემას აპირებდა და დახმარება სთხოვა. გამგეობას ამისთვის თანხა არ ჰქონდა გამოყოფილი, ამიტომ უარი უთხრეს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო გიორგი ლასხიშვილი, თუმცა მის მაგივრობას ზოგჯერ დავით კარიჭაშვილი ასრულებდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ყირიმი ტარიელის ძე ჩიქოვანმა და ანდრია მაქსიმეს ძე ანჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აბედათის ბიბლიოთეკაში წიგნების გაგზავნის თხოვნით მიმართეს. გამგეობამ იმავე წლის 12 მარტის სხდომაზე გადაწყვიტა, ბიბლიოთეკაში 5 მანეთის წიგნები გაეგზავნათ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ალექსანდრე ყიფშიძეს ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მამულების ლიკვიდაციის შესახებ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მითითების შესრულება დაევალა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სომეხთა კათოლიკოს მათეოს II-ს თბილისში მიღებაზე უნდა შეხვედროდნენ ლუარსაბ ბოცვაძე და სამსონ ფირცხალავა, როგორც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენლები.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ალექსანდრე ყიფშიძეს ევალებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარედგინა ცნობები ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის მამულების შესახებ.
1909
ტიპი: მფლობელობა
1909 წელს პეტრე მიხეილის ძე დგებუაძეს სენაკში ჰქონდა წიგნის მაღაზია „სინათლე“.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს თბილისის გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, წიგნებით დახმარებოდნენ ძმების, პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებულ ბიბლიოთეკას. გამგეობამ გადაწყვიტა, თავისი გამოცემები გაეგზავნა და თბილისის გამგეობისთვის მიეწერა, რომ ასეთი დახმარებისთვის ყოველთვის მზად იყვნენ.

