რეგისტრირებული ფაქტები90426
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მამა დავითის ტაძარში ილია ჭავჭავაძის გარდაცვალებიდან 3 წლისთავზე პანაშვიდი გადაიხადა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 აგვისტოს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნატალია გაბუნიას ხსოვნის აღსანიშნავად ყოველწლიურად, მის დაბადების დღეზე, 3 თებერვალს, წარმოდგენა გაემართა. წარმოდგენიდან მიღებული თანხა გაბუნიას სახელზე დაწესებულ სტიპენდიას დაემატებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 24 აგვისტოს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ნატალია გაბუნიას ხსოვნის აღსანიშნავად დაეწესებინა ყოველწლიური სტიპენდია 300 მანეთის ოდენობით. სტიპენდია უნდა გადაეცათ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი თეატრალური სასწავლებლის სტუდენტისთვის.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 22 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობა (თავმჯდომარე – ტ. კახიძე) აცნობებს თბილისის მთავარ გამგეობას, რომ ორ მასწავლებელს – დავით ძეძამიძესა (ყალამშიის სკოლა) და არისტოკლე რამინიშვილს (გიორგიწმინდის სკოლა) სურს კავკავის ქართული სკოლის პედაგოგობა. ტ. კახიძეს აინტერესებს, თუ რამდენად შესაფერნი იქნებიან ისინი თავიანთი ცოდნა-გამოცდილებით მეორე მასწავლებლის თანამდებობისათვის.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 19 აგვისტოს ნატალია გაბუნია-ცაგარლისა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს, მეუღლის, ავქსენტი ცაგარლის, გვერდით.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 19 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის განყოფილების გამგეობის დეპეშა ნატალია გაბუნიას გარდაცვალებაზე.

