საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87735

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დიაკვანმა გიორგი მერაბის ძე გეგეჭკორმა მარტვილის უფასო ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის ფული და წიგნები შეაგროვა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს პროკოფი ბერაია საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 2 აგვისტოს მ. მიქელაძე ოზურგეთში დადგმულ პიესაში მონაწილეობდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს ტერ-სარქისოვს თბილისში, „სასახლის ნომრების“ ეზოში, სავაჭრო დუქანი ჰქონდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გევორქ სამუელიანცი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ევგენია აფანასიევა საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს კორნელი ქუთათელაძე საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გიორგი აფანასის ძე ძიუბენკო სახელმწიფო ქონების სამაზრო რწმუნებული და გუბერნიის მდივნის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნიკოლოზ ნაცვლიშვილმა სინოდის კანტორის კანცელარიაში დაიწყო მუშაობა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ქალაქის განათების საკითხის გადასაჭრელად ხმოსან ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვის წინადადებით შექმნილმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით თბილისის განათებაზე ქალაქის თვითმმართველობას უნდა ეზრუნა. 

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნ. ერისთავი ქვემო მაჩხაანის ბოქაული იყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „ნოვოე ვრემიას“ ცნობით, პეტერბურგში მინისტრთა კაბინეტმა ბაქოდან ნავთობსადენის გაყვანის საქმე განიხილა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, თბილისის სასამართლოს განყოფილებამ ახალქალაქში საქმეების განხილვა დაიწყო.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ოდესის სასულიერო სემინარიის ქართველი სტუდენტები რედაქციას გაზეთის უსასყიდლოდ მიწოდებისთვის მადლობას უთვლიდნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ბათუმის რკინიგზის ოზურგეთთან ახლოს გატარებამ ქალაქში ფაეტონებისა და დილიჟანის მოთხოვნილება გააჩინა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის პირველ და ორ ივნისს პეტრე მ. ჩინიჯევი, გ. ე. გრიგოლია, ს. გ. წერეთელი, ე. ი. დიატკინი, ვ. ა. დიმიტროვსკი და მ. ნ. ავდიევი სურსათის სამინისტროში გამართულ თათბირს ესწრებოდნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პეტრე ქარდავას, ყარამან ანჩაბაძის, ალექსანდრე მიქელაძის, ილია ლომთათიძისა და ვანო რევიშვილის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

2012

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის, გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ალექსანდრე ხატისოვი ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრთა სია, რომლის მიხედვითაც ნოე რამიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს პეტრე იაკობის ძე ბუზლო კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ალექსანდრე პავლეს ძე სმიტენი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ალექსანდრე პეტრეს ძე ვიტკოვსკი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს მიხეილ ივანეს ძე სპიროვი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს იაკობ ივანეს ძე რაშეტი კავკასიის ოლქის მთავარი სამმართველოს თბილისის სასამართლო პალატის წევრი იყო.