საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81232

1924

ტიპი: ღონისძიება

მიხეილ ჯაფარიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1924 წელს.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წელს გამოქვეყნდა მიხეილ ჯაფარიძის პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, ლექსი და ფელეტონი.

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ახალსოფელში აჯანყებულებმა დათა ქუტიძე მოკლეს.

1924

ტიპი: ორგანიზაცია

1924 წლის პირველი იანვრიდან იაკობ ფანცხავა იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის წევრი.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924-1929 წლებში იაკობ ფანცხავა ასრულებდა თბილისის ფინსახკომის მოადგილის მოვალეობას.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს იაკობ ფანცხავა ხელახლა აირჩიეს ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების წევრად.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წელს იაკობ ფანცხავა ხელახლა აირჩიეს ქუთაისის აღმასკომის წევრად.

1924

ტიპი: თანამდებობა

1924 წლიდან იაკობ ფანცხავა მუშაობდა ქუთაისის აღმასკომის სხვადასხვა კომისიაში სააღმშენებლო, კომუნალურ მეურნეობათა და საფინანსო მიმართულებით.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს იაკობ ფანცხავა მუშაობდა კომისიაში, რომელმაც შეიმუშავა საადგილმამულო რეფორმის გატარების წესები ქალაქის ფარგლებში.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა ქუთაისის ქალაქისა და მაზრის საბჭოების პრეზიდიუმის სხდომებს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ავადმყოფობამ შეაფერხა ალექსი მირიანაშვილის ყოველგვარი საქმიანობა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 30 დეკემბრის ღამეს მენშევიკებმა ორი გასროლით მოკლეს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე (ტყვიები მოხვდა თავისა და გულის არეში). გვამი იპოვეს მტკვრის პირას, ბორნის ახლოს. გარდაცვლილი 1924 წლის 3 იანვარს, სამ საათზე, გამოასვენეს საკუთარი ბინიდან (პლეხანოვის ქ. N129).

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კომფრაქციის სახელით კენჭი უყარა ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატთა სიას. პრეზიდიუმში აირჩიეს 29 ამხანაგი: მიხა ცხაკაია (თავმჯდომარე), ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე, ელიავა, გეგეჭკორი, ვანო სტურუა, ქართველიშვილი, კახიანი, ლომინაძე, სუხიშვილი, ლაკობა, ხიმშიაშვილი, ჯატიევი, მამულია, დოლიძე, ლორთქიფანიძე, პარმენ წულუკიძე, ქურდაძე, შაბანოვი, იუსუფ ბერიძე, თენგიზ ჟღენტი, ფარნიევი, გედევანიშვილი, დავითიანი, პაპიაშვილი, მელაძე და ჭეიშვილი.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 29 დეკემბერს ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე დააპატიმრეს თბილისში, ი. დაჩინსკის ქუჩის N106-ში. მას ბრალად ედებოდა ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფში არალეგალური მუშაობა.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 29 დეკემბერს დაკავებულ ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძეს ჰყავდა მშობლები: მამა, გალაქტიონი – 49 წლის, ოქრომჭედელი; დედა, მელანია – 47 წლის, ოჯახის დიასახლისი, მცხოვრებნი თბილისში, დაჩინსკის ქუჩა N106-ში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 28 დეკემბერს იაკობ ფანცხავა საქართველოს კომუნისტური პარტიის კანდიდატი გახდა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 20 ნოემბერს ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დააკავეს. მას დაკავებისას ჩამოართვეს რევოლვერი N26, საფულე და ორი სხვა ნივთი.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებულ ვასილ გიორგის ძე კაპანაძეს ჰყავდა: მამა, გიორგი – 54 წლის; დედა, ანასტასია – 50 წლის, დიასახლისი; და, ბარბარა – 22 წლის; ძმები: ნიკოლაი – 23 წლის; დავითი – 25 წლის, მცხოვრებნი თბილისში.

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე სტუდენტი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებული ვასილ გიორგის ძე კაპანაძე ზეინკლად მუშაობდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლის 7 ნოემბერს ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის საზეიმო გახსნაზე იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას მოახსენა უნივერსიტეტის რექტორმა ტაკოევმა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, უნივერსიტეტს მხოლოდ ორი ფაკულტეტი ჰქონდა - საზოგადოებრივ-პედაგოგიური და საბჭოთა-პარტიული. არსებობდა მოსამზადებელი განყოფილებაც.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში 243 ვაჟი და 43 ქალი ირიცხებოდა. საზოგადოებრივ-პედაგოგიურ ფაკულტეტზე - 89 კაცი, პარტიულ საბჭოთა ფაკულტეტზე - 128, ხოლო მოსამზადებელ განყოფილებაზე - 69. ქართულ ჯგუფში 20 კაცი იყო, თურქულში - 28, ხოლო რუსულში – 21. რესპუბლიკების მიხედვით სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: აზერბაიჯანის 86 მოქალაქე, სომხეთის - 43, საქართველოს - 128. ეროვნების მიხედვით: ქართველი - 56, სომეხი - 89, თათარი - 47, რუსი - 52, სხვა მცირე ერთა წარმომადგენელნი - 35. ენის ცოდნის მიხედვით: ქართული ენის მცოდნე - 67, სომხური ენის მცოდნე - 83, თათრული ენის - 88 კაცი. ასაკის მიხედვით სტუდენტების ორ მესამედზე მეტი 18-25 წლისანი იყვნენ.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ფიზიკური, ქიმიური, გეოლოგიური და გეოგრაფიული ლაბორატორიებისთვის ხელსაწყოები და მასალები გერმანიაში იყო შეკვეთილი, რიმლებიც ჯერ არ იყო ჩამოსული. ამ გარემოებამ უნივერსიტეტის მუშაობა დააბრკოლა.

1923

ტიპი: ავტორობა

1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუნივერსიტეტის რექტორი ტაკოევი წინადადებით გამოდიოდა მისასალმებელი დეპეშები გაეგზავნათ რ. კ. პ. ცეკას, ლენინის, სტალინის და აზერბაიჯანის ცაკას მდივნისთვის, აგამალი ოღლისთვის.