საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92254

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 4 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატმა გრიგოლ ვეშაპელმა აღნიშნა, რომ დამფუძნებელი კრების წევრებს ამომრჩეველთან ხშირი კომუნიკაციისთვის რკინიგზის უფასო ბილეთით უნდა ესარგებლათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 24 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ეფრემ ვახტანგის ძე მაღლაკელიძე იყო მომჩივანი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე მიხაილოვსკიმ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში გალობის საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დავით კასრაძის ფსევდონიმი იყო ფრონისპირელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტ აბდულ ეფენდი მიქელაძის ცნობით, 1888 წლის ივნისში ქვედა აჭარაში ართვინელი ხარაზი გაძარცვეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ ნიკოლოზ ურბნელის მიერ შეკრებილი „ხევსურული სიმღერები“ დაიბეჭდა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დავით აბაშიძემ თბილისის პირველი გიმნაზია წარმატებით დაასრულა.

1888

ტიპი: განათლება

1888 წლის 31 მაისს თბილისის საქალებო გიმნაზიის მე-7 კლასი 52 მოსწავლემ დაასრულა. აქედან მხოლოდ სამი მოსწავლე - ბილანიშვილი, ბუთხუზი და სარაჯიშვილი იყვნენ ქართველები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვლადიმერ ფურცელაძემ თბილისის პირველი გიმნაზია წარმატებით დაასრულა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუკა ჯავახიშვილმა თბილისის პირველი გიმნაზია წარმატებით დაასრულა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დაიბეჭდა ნიკოლოზ კობალაძის მიერ გამოცემული „ყარამანიანის“ პირველი ნაწილი, რომლის ფასი 6 შაური იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. სვიმონოვმა დააპატიმრა პავლე ივანოვი, რომელსაც ძმის გაქურდვას ედავებოდნენ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში ანასტასია თუმანიშვილის მიერ თარგმნილი „ხუთი ამბავი“ იყიდებოდა. წიგნის ფასი 15 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში არისტოტელე ქუთათელაძის მიერ შედგენილი ქართული გრამატიკა იყიდებოდა. წიგნის ფასი 40 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში სოლომონ მესტიაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „ბუნების მოვლენანი“ იყიდებოდა, რომლის ფასი 15 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ჰამლეტი“ იყიდებოდა. წიგნის ფასი 30 კაპიკი იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნთსაწყობში ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი „ოტელო“ იყიდებოდა. წიგნის ფასი 50 კაპიკი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზურაბოვი ზაქათლის ოლქის სასამართლოში საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 23 იანვრიდან ლუკა ისარლოვი თავისი თხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მარიამ ივანეს ასულ ბოგომოლოვის თბილისში მდებარე ერთსართულიან სახლს ერთსართულიანი დამხმარე შენობით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს მარიამ ივანეს ასულ ბოგომოლოვს თბილისში, კიროჩნის ქუჩაზე, ერთსართულიანი სახლი ჰქონდა ერთსართულიანი დამხმარე შენობით, სარდაფითა და პატარა მიწის ნაკვეთით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ გრიგოლის ძე სოლოღოვი გორიდან მეჯვრისხევამდე მგზავრს 2 აბაზის მაგივრად 10 შაურს ახდევინებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე ხატისოვმა სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარების ზეიმზე სიტყვა წარმოთქვა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ავეტის აჰარონიანი პარიზში სომხეთის საზავო დელეგაციის წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს სომხეთის მთავრობამ დეპეშები გაუგზავნა უმაღლეს მოკავშირეთა საბჭოს თავმჯდომარეს , ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონს და სომხეთის საზავო დელეგაციას პარიზში – ავეტის აჰარონიანს და პოღოს ნუბარს.