რეგისტრირებული ფაქტები92254
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სალომე იოსების ასულ ეჯუბოვის, ალექსანდრე და გაბრიელ მიხეილის ძე ეჯუბოვებისა და სოფიო და ელისაბედ მიხეილის ასულ ეჯუბოვების თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან და ერთსართულიან სახლებს ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფით, საწყობითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ს. კოხტაშვილმა, ნიკო სირაძემ, გ. შ. თურქაძემ თითო მანეთი შესწირეს, გ. ფიცხელაურმა – 20 კაპიკი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა მნაცაკან სერგეის ძე სარქისოვის თბილისში მდებარე ქვითკირის ორსართულიან და ორ ერთსართულიან სახლს ორსართულიანი და ორი ერთსართულიანი ფლიგელით, სარდაფითა და მიწის ნაკვეთით.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 21 იანვარს თიანეთის სკოლის დარბაზში გამართულ კრებაზე წინამძღვარიანთკარის სკოლას ლ. თურქაძემ 30 კაპიკი შესწირა, ცანავამ – 20 კაპ., დოლიაშვილმა – 5 კაპ., კ. ა. ჯაჭვაძემ მანეთი.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თ. რუსიევი თელავის გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის გამგეობის წევრი იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ილია ჩარიგოგდიშვილი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.
1889
ტიპი: ნასამართლეობა
1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. და გრ. ჩარკვიანები და გრიგოლია ლეონტი ჩაჩანიძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს. მათ დანაშაული აღიარეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 12 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ანასტასია თუმანიშვილის მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული 3-მოქმედებიანი კომედია „ჯერ თავო და თავო“.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტერბურგის ზღვევის საზოგადოებას, რომლის მთავარი აგენტიც საქართველოში ნ. ბ. ხოსროევი იყო, უძრავი ქონების, თანხისა და შემოსავლის დაზღვევა ევალებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ტიხონ სერებრიაკოვი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა სოლომონ სიმონის ძე საბაშვილის ბათუმში მდებარე ერთსართულიან სახლს ორი ერთსართულიანი ფლიგელითა და მიწის ნაკვეთით.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ზაქარია სარქისიანცი თბილისის საფოსტო კანტორის თანამშრომლად დაინიშნა.

