საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92254

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის ბიბლიოთეკას 4048 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 464 მანეთსა და 34 კაპიკს, გასავალი – 452 მანეთსა და 75 კაპიკს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დიდუბის ბიბლიოთეკას 4099 მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 278 მანეთსა და 40 კაპიკს, გასავალი – 303 მანეთსა და 40 კაპიკს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის ბიბლიოთეკას 6095 ქართველი, რუსი, სომეხი, თათარი, ოსი, ბერძენი და ებრაელი მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 252 მანეთსა და 60 კაპიკს, გასავალი – 245 მანეთსა და 45 კაპიკს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნაძალადევის ბიბლიოთეკას 16 192 ქართველი, რუსი, სომეხი, თათარი, ოსი, ბერძენი და ებრაელი მკითხველი ჰყავდა. ბიბლიოთეკის შემოსავალი შეადგენდა 423 მანეთსა და 72 კაპიკს, გასავალი – 458 მანეთსა და 26 კაპიკს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ავლაბრის სამკითხველოში 1334 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის – 2, სიტყვაკაზმული – 452, ისტორიულ-გეოგრაფიული – 60, სასოფლო სამეურნეო – 400, საბუნებისმეტყველო – 70 და სხვადასხვა სახის გამოცემა – 300.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დიდუბის ბიბლიოთეკას 330 ხელმომწერი ჰყავდა.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის სამკითხველოში 2347 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 25 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 846, ისტორიულ-გეოგრაფიული – 536, საბავშვო – 370 და სხვადასხვა სახის წიგნი – 500.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნაძალადევის სამკითხველოში 2403 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 43 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 586, ისტორიულ-გეოგრაფიული – 379, სასოფლო-სამეურნეო – 113, საბუნებისმეტყველო – 241 და საბავშვო წიგნი – 98.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის სამკითხველოში 734 წიგნი ინახებოდა. აქედან სასულიერო შინაარსის იყო 20 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 116, ისტორიულ-გეოგრაფიული – 34, სასოფლო სამეურნეო – 7, საბუნებისმეტყველო – 16 და სხვადასხვა სახის წიგნი – 13.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვერის სამკითხველოში 2094 ცალი წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 100 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 650, ისტორიულ-გეოგრაფიული – 241, სასოფლო-სამეურნეო – 810, საბუნებისმეტყველო – 139 და საბავშვო – 162 წიგნი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის დამდეგს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავში კატალოგით ინახებოდა 1835 ხელნაწერი, 3614 დაბეჭდილი და 3276 უცხოენოვანი გამოცემა. წიგნსაცავში ასევე ბლომად ძველი ფული, სურათი და არქეოლოგიური ნივთი ჰქონდათ.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის სამკითხველოში 1464 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 17 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 779, ისტორიულ-გეოგრაფიული – 72, სასოფლო სამეურნეო – 29, საბუნებისმეტყველო – 25 და საბავშვო – 213.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის ბიბლიოთეკას 50 ხელმომწერი ჰყავდა. ბიბლიოთეკიდან გატანილი იყო 1 სასულიერო შინაარსის წიგნი, 99 მოთხრობა-პიესა, 14 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 1 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 11 საზოგადოებრივი, 8 საბუნებისმეტყველო, 11 სასოფლო-სამეურნეო ხასიათის გამოცემა და 9 ჟურნალი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ უდის სამკითხველოში 782 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 48 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 157, ისტორიულ-გეოგრაფიული – 47, სასოფლო სამეურნეო – 50, საბუნებისმეტყველო – 12,  საბავშვო – 210 და სხვადასხვა სახის – 171 წიგნი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს სამკითხველოში 1389 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 32 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 970, ისტორიულ-გეოგრაფიული – 235, საბუნებისმეტყველო – 61 და სხვადასხვა სახის – 174 წიგნი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ახალციხის ბიბლიოთეკას 15 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 13, 200 – მოთხრობა-პიესა, 76 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 7 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული და 334 – საზოგადოებრივი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნაძალადევის ბიბლიოთეკას 396 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან სასულიერო შინაარსის იყო 18, 1600–მოთხრობა-პიესა, 893 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი,105 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 580 – საბუნებისმეტყველო, 60 – სასოფლო-სამეურნეო, 70 – საზოგადოებრივი და 1773 ჟურნალი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა -კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 48 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა: თბილისში – ვერის, ნაძალადევის, ავლაბრის, ავჭალისა და დიდუბის; ახალციხის ძველ ნაწილში, უდეში, მარტყოფში, ქარელში, ჭელაში, ანაგაში, მეჯვრისხევში, კავთისხევში, მეტეხში, ზემო გომში, სურამში, ქვემო სურებში, ტობანიერში, ჩოხატაურში, ქვიანში, ასევე ციხისფერდში.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დიდუბის სამკითხველოში 615 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 63 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 187, ისტორიულ-გეოგრაფიული – 118, სასოფლო სამეურნეო – 23, საბუნებისმეტყველო – 41, საბავშვო – 152 და სხვადასხვა სახის – 31.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ნოღას (იმერეთის მხარე) სამკითხველოში 208 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 20 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 103, ისტორიულ-გეოგრაფიული – 33, სასოფლო სამეურნეო – 22, საბუნებისმეტყველო – 13 და სხვადასხვა სახის 174 წიგნი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ავლაბრის ბიბლიოთეკას 452 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან ერთი სასულიერო შინაარსის იყო, 1600 – მოთხრობა-პიესა, 98 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის გამოცემა, 2113 – სასოფლო-სამეურნეო შინარსისა და 1773 ჟურნალი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მარტყოფის ბიბლიოთეკას 1168 ხელმომწერი ჰყავდა. მათ მიერ გატანილი წიგნებიდან 341 მოთხრობა-პიესა იყო, 194 – ისტორიულ-ბიოგრაფიული ხასიათის წიგნი, 30 – გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 125 –საბუნებისმეტყველო, 92 – სასოფლო-სამეურნეო, 70 – საზოგადოებრივი და 316  ჟურნალი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნების ვაჭრობიდან შემოსავალმა თვალსაჩინოდ იმატა: 1906 წელს შემოვიდა 2469 მანეთი და 50 კაპიკი, 1907 წელს – 3075 მანეთი და 65 კაპიკი, 1908 წელს – 4083 მანეთი, 1909 წელს – 3900 მანეთი და 34 კაპიკი, 1910 წელს – 4640 მანეთი და 13 კაპიკი, 1911 წელს – 4570 მანეთი და 26 კაპიკი და 1912 წელს – 7845 მანეთი და 09 კაპიკი. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავი, რომელიც საზოგადოების კანცელარიაში იყო მოთავსებული, საანგარიშო წლის ზაფხულში გამგეობამ ქართულ გიმნაზიაში გადაიტანა და მესამე სართულზე, დიდ დარბაზში მოათავსა. წიგნსაცავი და მუზეუმი ყოველდღე ღია იყო, დილის 9 საათიდან შუადღის 3 საათამდე. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ანგარიშის მიხედვით, საზოგადოებას არ ჰქონდა ისეთი ძლიერი და მუდმივი წყარო, რომ ერთ სკოლაში ორი მასწავლებლის დანიშვნა შეძლებოდა. საზოგადოების შემოსავალს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელუხლებელი თანხა ასი ათას მანეთს გადასცდა, მის განკარგულებაში მხოლოდ 25 ათასი მანეთი იყო, 75 ათას მანეთს კი სხვა დანიშნულება ჰქონდა. ანდერძის მიხედვით, თანხა შემომწირველთა სურვილისამებრ უნდა დახარჯულიყო. ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, წევრები: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა და ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.