საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87668

1908

ტიპი: განათლება

1908 წლის პირველი სექტემბრიდან გალაკტიონ ტაბიძე თბილისის სასულიერო სემინარიის მოსწავლე გახდა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წლის ენკენისთვეში სენატმა დაამტკიცა ერთი წლით ადრე სოხუმის ოლქის სასამართლო პალატის სესიაზე თედო სახოკიასთვის გამოტანილი განაჩენი, კერძოდ, ციმბირის შორეულ გუბერნიაში სამუდამო გადასახლება.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების წლისთავზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მის საფლავზე ძეგლის დადგმა დაევალა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ქალთა წრის თავმჯდომარე ნინო ბეჟანის ასულმა ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება, რომლის მიხედვით, ქალთა წრეს თითქმის ყველა კუთხეში ჰქონდა გახსნილი განყოფილება და ყველგან მუშაობდნენ ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდის საკითხი, რომლის თანხაც შეადგენდა 10818 მანეთსა და 79 კაპიკს. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წინადადებით, ეს თანხა ხელუხლებლად უნდა დარჩენილიყო, ხოლო სარგებელი მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის დაარსებასა და მწერლის პუბლიცისტური, კრიტიკული და ისტორიული ნაშრომების გამოცემას.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდის დაარსებისა და მისი მდგომარეობის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს, 7 საათზე, იაკობ ღულაძის თავმჯდომარეობით გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლებისა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება, რომელზეც განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდის მდგომარეობა და ილიას ძეგლის დადგმის საკითხი.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მეორე მოხსენება ილია ჭავჭავაძის საფლავზე ძეგლის დადგმის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ნინო ბეჟანის ასულმა ყიფიანმა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ დაასახელეს ის დაწესებულებები, რომლებიც ილია ჭავჭავაძის ფონდს ფინანსურად ეხმარებოდნენ.

1908

ტიპი: ღონისძიება

ილია ჭავჭავაძის ფონდისა და საფლავის ძეგლის მდგომარეობის განხილვას მიეძღვნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა საერთო კრება, რომელიც გაიხსნა 1908 წლის 31 აგვისტოს, საღამოს 7 საათზე. დელეგატების გარდა კრებას ესწრებოდნენ ქართული პრესის წარმომადგენლები და 40-მდე გარეშე პირი. კრების თავმჯდომარე იყო იაკობ ღულაძე, მდივანი – სამსონ ფირცხალავა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს, როგორც ქუთაისის ურთიერთდახმარების საკრედიტო საზოგადოების თავმჯდომარე და პირადი სახელითაც, ანდრია ერისთავი სამძიმრის დეპეშას უგზავნის ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოებას ძვირფასი პოეტის ავაზაკური მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით და გამოთქვამს სამშობლოს განათლებისა და განახლების სურვილს.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ილიას სახელობის სკოლის გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა გრიგოლ რობაქიძე, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლა ძალიან მცირე იყო ჭავჭავაძის სახელისთვის, უფრო შესაფერისი იქნებოდა ლიტერატურული წრის დაარსება, რომელიც მოემსახურებოდა მთელი ქართველი ერის სულიერი კულტურის განვითარებას, იგი იზრუნებდა როგორც ილიას, ისე სხვათა ნაწერების გამოცემაზეც. ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირა ილია ნაკაშიძემ.

1908

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ 1908 წლის 31 აგვისტოს კრებას შესთავაზა ხელუხლებლად დაეტოვებინათ ილიას ფონდში არსებული თანხა – 10818. 79 მანეთი, ხოლო სარგებელი მოეხმარებინათ ილია ჭავჭავაძის სახელზე სკოლის დასაარსებლად და მისი პუბლიცისტურ-კრიტიკული ნაწერების გამოსაცემად. სკოლის გახსნას მხარი დაუჭირეს გრიგოლ დიასამიძემ, ლ. მეტრეველმა, სოფრომ ტარუაშვილმა, ნაწერების გამოცემას – სამსონ ფირცხალავამ, პართენ გოთუამ, კიტა აბაშიძემ.

1908

ტიპი: ავტორობა

კრებაზე სამსონ ფირცხალავას მიერ წაკითხულ მოხსენებათა თანახმად, ფინანსური მდგომარეობა 1908 წლის 31 აგვისტოსთვის ასეთი იყო: ილიას ფონდში შემოსული იყო 10818 მან. და 79 კაპ., ხოლო ძეგლის ასაგებად 5 დაწესებულების მიერ შეპირებული თანხის რაოდენობა შეადგენდა 3200 მანეთს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების თავმჯდომარემ, იაკობ ღულაძემ კრება გახსნა და დამსწრეთ დღის წესრიგი გააცნო. საზოგადოების გამგეობის მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და საფლავის ძეგლის მდგომარეობის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს გაიხსნა სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენელთა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრება ილია ჭავჭავაძის ფონდისა და ძეგლის შესახებ. კრებაზე „თბილისის ქალთა წრის“ თავმჯდომარე ნ. ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება წრის დაარსებიდან ერთი წლის საქმიანობის შესახებ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ქ. ჯორჯაძემ განაცხადა, რომ მითქმა-მოთქმის გასაფანტავად და ხალხის ნდობის მოსაპოვებლად საჭირო იყო ილიას ფონდის სარგებლით უკვე დაწყებულიყო რაიმე კონკრეტული საქმე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფასის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, კიტა აბაშიძე, სამსონ ფირცხალავა და სხვები მიიჩნევდნენ, რომ 6-7 ათასი მანეთი უნდა გამოეყოთ. ილია ზურაბიშვილის, ბ. ნანობაშვილისა და სხვათა აზრით, საფლავის ძეგლისთვის 1 000 მანეთზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო, რადგან ძირითადი თანხა მოედანზე დასადგმელი ძეგლისთვის დასჭირდებოდათ. საკითხი კენჭისყრით გადაწყდა და საფლავის ძეგლისთვის 6 000 მანეთი განისაზღვრა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე სამსონ ფირცხალავამ განაცხადა, რომ უპირველესად ილია ჭავჭავაძის საფლავზე უნდა დაედგათ შესაფერისი ძეგლი, რადგან მოედანზე დასადგმელი თანხის შოვნა გაჭირდებოდა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე კიტა აბაშიძემ მოითხოვა საყვედური გამოეცხადებინათ საადგილმამულო ბანკისთვის, რადგან ილია ჭავჭავაძის შემწეობით დაარსებული დაწესებულება არაფერს იხდიდა მწერლის ფონდის გასაძლიერებლად.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე მ. ლობჟანიძემ ამხანაგობა „საეროს“ სახელით განაცხადა, რომ უსათუოდ შეეწეოდნენ ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგების საქმეს – თანხის რაოდენობას უახლოეს დღეებში დანიშნულ კრებაზე განსაზღვრავდნენ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე განიხილეს ერევნის მოედანზე ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის ნებართვის საკითხი. ფილიპე გოგიჩაიშვილი, ილია ზურაბიშვილი და ბ. ნანობაშვილი მიიჩნევდნენ, რომ მთავრობასთან ამ საქმეს თავადაზნაურობაზე უკეთ ვერავინ მოაგვარებდა. სამსონ ფირცხალავას, კიტა აბაშიძისა და პეტრე სურგულაძის აზრით, მსგავსი გადაწყვეტილება საკითხს წოდებრივ ხასიათს შესძენდა, რაც დაუშვებელი იყო. კრების გადაწყვეტილებით, მთავრობისგან ილიას ძეგლის მოედანზე დადგმის ნებართვის აღება საზოგადოების გამგეობას დაევალა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ვალერიან გუნიამ განაცხადა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას უნდა ეზრუნა, რათა რაიმე ნიშანი დადგმულიყო ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ადგილას – საამისოდ თუნდაც ახლომდებარე წყაროს გამოყვანა და მოწყობაც ივარგებდა.

1908

ტიპი: ავტორობა

გაზეთ „ზაკავკაზიეს“ წარმომადგენელმა 1908 წლის 31 აგვისტოს კრებას აუწყა, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გიორგი დეპეშით იტყობინებოდა ილიას ფონდისთვის 100 მანეთის შეწირვის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს კრება დაეთანხმა თავმჯდომარის – იაკობ ღულაძის – წინადადებას და დაადგინა, რომ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამგეობა განმეორებით მიმართავდა ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის თანხის გასაღებად.