საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81501

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ვასილ პეტრეს ძე გორბუნოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილებაში კანცელარისტის მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ოდესაში ილია ჭავჭავაძის სახელობის ფონდის სასარგებლოდ გამართულ ლექციაზე მ. ცეცხლაძეს ილიას ნაწერები ქართულად უნდა განეხილა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 26 ოქტომბრის გაზეთი „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ 1897 წელს გზათა სამინისტროს ინჟინრის, კუდნიცკის პროექტით თბილისი-კავკავის სარკინიგზო გზის შესასწავლად 150 000 მანეთი უნდა გამოეყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე ფეოდორის ძე ლელი კავკასიის რწმუნებულის კანცელარიის დიპლომატიურ კორპუსში მუშაობდა. 

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი პავლე ვასილის ძე ტოგანოვი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების კანცელარისტად მუშაობდა.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კვალში“ ალექსანდრე წულუკიძის წერილის „ნაწყვეტები პოლიტიკური ეკონომიიდან“ VII თავი დაიბეჭდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ივანე ფეოდორის ძე ზოლოტარევი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების უფროსი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, გიორგი მუსხელიშვილი, გიორგი მდივანი და დავით მესხი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 24 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გადასახლებული აკაკი ჩხენკელი როსტოვიდან თვითნებურად დაბრუნების გამო დააპატიმრეს.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ილია თეოდორეს ძე ბუმე კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სასოფლო-სამეურნეო განყოფილების უფროსი იყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 23 ოქტომბერს პრინცი კონსტანტინე ოლდენბურგი ოჯახთან ერთად ქუთაისიდან საზღვარგარეთ გაემგზავრა.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წელს ქვრივი დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული რომანოვა აბასთუმანში ისვენებდა.

1896

ტიპი: მფლობელობა

1896 წელს სტომატოლოგ ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძეს კაბინეტი ჰქონდა ნიკოლოზის ქუჩის №21-ში, საგინოვის სახლში.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 19 ოქტომბერს ქობულეთის მცხოვრები ხასან-მამინ ოღლი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩასვეს.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 25 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთში“ გამოქვეყნდა ნიკო ლორთქიფანიძის „მარად და მარად“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს დედოფალი მარიამ თეოდორეს ასული რომანოვი აბასთუმანში გაჭირვებულებს 200 თუმნით დაეხმარა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, არხიპო კერესელიძეს, ალექსანდრე კვიტაშვილსა და ექვთიმე კობერიძეს საწევრო არ ჰქონდათ გადახდილი.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, სპირიდონ თოფურიას, ივანე თურქიასა და ლევან თუმანიშვილს საწევრო არ ჰქონდათ გადახდილი.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წელს კავკასიის და შავი ზღვის ნავთის მრეწველობის საზოგადოების თავმჯდომარე თ. კ. მელიქიშვილი გარდაიცვალა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ვასილ კონსტანტინეს ძე პშიჩკინი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სახაზინო განყოფილების კანცელარისტად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ვასილ მაქსიმეს ძე კუშევსკი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სახაზინო განყოფილებაში ბუღალტრად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ტიტულოვანი მრჩეველი ალექსანდრე ივანეს ძე რაგოზინი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სახაზინო განყოფილებაში კონტროლიორის დამხმარედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრი პეტრე ალექსანდრეს ძე კრიჟანოვსკი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სახაზინო განყოფილებაში კონტროლიორად მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს სამხედრო საბჭოს წევრი ვასილ ტიმოთეს ძე ბელიაევი კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო კანცელარიის სახაზინო განყოფილების უფროსი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების 1915 წლის ანგარიშის მიხედვით, გ. ალავერდიშვილს, ივანე ალავერდიშვილსა და დავით ბენდელიანს საწევრო არ ჰქონდათ გადახდილი.