რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 25 მარტს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით გადასახლებული გ. ი. მახაშვილი და ა. გ. სოხიევი შეიპყრო.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 26 მარტს სენაკის მაზრის მცხოვრები ა. მ. ხოშტარია ოლღას ქუჩაზე N70 ვაგონიდან გადმოვარდა და ფეხი მოიტეხა. დაშავებული მიხაილოვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, 24 მარტს მომრიგებელი სასამართლოს მეოთხე განყოფილებამ იაგორ ხისოევისა და მისი სასიძოს, ა. კორეკოვის, დავა განიხილა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოკლულმა ა. მელიქ-აივაზოვმა ანდერძით სხვადასხვა საქველმოქმედო საზოგადოებას 150 000 მან. დაუტოვა, აქედან – 5000 მანეთი სომხურ დრამატულ საზოგადოებას.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ილარიონ წიქარიძის უდროოდ გარდაცვალების გამო კ. და ი. ჯანბერიძეების, გ. და ს. დოლიძეების, ნ. მამალაძისა და მ. მგალობლიშვილის სამგლოვიარო წერილი დაიბეჭდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 28 მარტის გაზეთი „ახალი სხივი“ გ. აფხაზავა-ბადეიშვილის გარდაცვალებას იუწყება.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გარსევანიშვილი ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში პოლიტიკურ ეკონომიაზე ლექციებს კითხულობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 21 მარტს ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში ვასილ წერეთელმა წაიკითხა ლექცია „ჰიგიენიდან“.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წლის 16 მარტს სოფელ ნიგოითში ს. ფირცხალაიშვილმა საყანე მიწისთვის დავის დროს ირ. ფირცხალაიშვილი სასიკვდილოდ დაჭრა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სოფელ ნიგოითში, გოგეშვილის სახლში ბავშვებს თამაშის დროს თოფი გაუვარდათ, რომლის დროსაც 8 წლის ნარსია გარდაიცვალა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 28 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ოლგასა და ბელინსკის ქუჩების კუთხეში, ტატო გაბაშვილის სახლის სარდაფში, კახეთის მეღვინეთა ამხანაგობა „ხირსის“ მაღაზია გაიხსნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 25 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია აბრამის ძე ზარაფიშვილის ანდერძი, რომლის მიხედვითაც, მისი თელავის სახლი საზოგადოების საკუთრებაში გადადიოდა. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანდერძის პირი უნდა გაეგზავნათ საზოგადოების თელავის განყოფილებაში, ვექილ ვლადიმერ გრიგოლის ძე კანდელაკისთვის კი ეკითხათ, რა ზომები უნდა მიეღოთ ანდერძთან დაკავშირებით.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 23 მარტიდან ნ. ი. აბრამოვიჩმა სახაზინო თეატრში ლექციების კითხვა დაიწყო.

