რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წლის 21 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, თბილისში, მუხრანის ქ.N81-ში, მიხეილ ნიკოლოზის ძე კოდალოვთან გლეხთა ამხანაგობა „კახეთის“ ღვინო იყიდებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის ფილიალიდან (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვეს, დაებრუნებინა წინა წლის აპრილის საორგანიზაციო კრების ოქმი და დამსწრე წევრთა სია (დედანი ან ასლი), რადგან ფილიალისთვის ორივე ძალიან საჭირო დოკუმენტი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ მსახიობთა ამხანაგობის დახმარებით ნინო კოლხიდელი გამართავდა წარმოდგენას კონცერტითურთ. წარმოდგენილი იქნებოდა ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი კომედია „პირველი ბუზი“. მონაწილეობდნენ: ა. კარგარეთელი, ნ. გამყრელიძისა, ბ. ასათიანი, ვ. აბაშიძე, ა. იმედაშვილი, გ. იშხნელი, ნ. მგალობლიშვილი, კ. ჭელიძე.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი, ოლღა ფილიპეს ასული გეგეჭკორისა, აქვსენტი, კონსტანტინე, გრიგოლ ხახუიძენი, ესმა მანუჩარის ასული, ვალერია გიორგის ასული და ეპრაქსია საჩინოს ასული ფაღავები, მართა ხახუს ასული გეგეჭკორისას გარდაცვალებას იტყობინებიან. პანაშვიდები მარტვილში გაიმართებოდა, დაკრძალვა ნახარებოუს მონასტერში.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ მეუღლე იროდიონ სტეფანეს ძე რცხილაძე და შვილები: ვასილი, ივანე, ზაქრო, სტეფანე, ნიკოლოზი, ელენე, ნინა, ირაკლი და ვახტანგი იტყობინებიან, რომ 21 მარტს წმინდა ნინოს ეკლესიაში ელისაბედ მიხეილის ასულ რცხილაძის 40 დღის პანაშვიდი გაიმართებოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ალავერდის ეპისკოპოსი დავითი გორის ეპისკოპოსად დაინიშნა, ხოლო ალავერდში – ანტონ ეპისკოპოსი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, გაზეთ „მშაკის“ რედაქტორს ა. ა. ქალანთარს ბაქოდან გამოგზავნილი კორესპოდენციის დაბეჭდვისთვის პატიმრობა ემუქრებოდა.
1910
ტიპი: გარდაცვალება
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივში“ მირ. ჯაშმა სასულიერო სემინარიის სტუდენტ გიორგი დ. დუმბაძის უდროოდ გარდაცვალების გამო სამგლოვიარო წერილი გამოაქვეყნა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქალაქის გამგეობის დარბაზში გამართულ ბათუმის საურთიერთო ნდობის საზოგადოების წევრთა კრებას 79 წევრი ესწრებოდა. კრება საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე საბაევმა გახსნა. სხდომის თავმჯდომარედ ლეონიდე ქიქოძე, ხოლო მდივნად პეტრე მეფისაშვილი აირჩიეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქალაქის გამგეობის დარბაზში გამართულ ბათუმის საურთიერთო ნდობის საზოგადოების წევრთა კრებას 79 წევრი ესწრებოდა. კრებაზე ი. ნ. გოგოლაშვილმა სარევიზიო კომისიის ანგარიში წაიკითხა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 19 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ა. ქალანთარი გაზეთ „მშაკის“ (მუშა) რედაქტორი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 18 მარტის წერილში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილება (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) მთავარ გამგეობას სთხოვს, განუმარტონ – ფილიალის წევრებს აქვთ თუ არა საერთო კრებაზე დასწრებისა და გადამწყვეტი ხმის უფლება.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 18 მარტის წერილი შეეხება ილიას ფონდის მოხმარების გეგმის შემუშავებას: ქუთაისის ფილიალი (გამგეობის თავმჯდომარე – გიორგი ზდანოვიჩი, მდივანი – იაზონ ბაქრაძე) ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას სთავაზობს ჩაატაროს ანკეტური გამოკითხვა აღნიშნულ საკითხზე, გაიგოს განყოფილებათა გამგეობებისა და შემომწირველთა აზრი, რათა საზოგადოება მეტი თანაგრძნობით მოეკიდოს ილიას ფონდს.
1910
ტიპი: თანამდებობა
ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის 1910 წლის 17 მარტის განკარგულებით, აგრაფინა ბერიძე მარტვილის ერთკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში ეკატერინე გაბაშვილის თაოსნობით გაიმართა „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ კონსტანტინე ზაქარიას ძე მაყაშვილი ნაფიც მსაჯულთა მამასახლისის როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ ილია ზურაბიშვილი მსაჯულთა თავმჯდომარის როლს ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 16 მარტს ქართულ თეატრში გამართულ წარმოდგენაში „გასამართლება „სამშობლოს“ გმირების ქეთევან ლიონიძისა და ლევან ხიმშიაშვილისა“ ბრალდებულ ქეთევანის როლს თამარა გოგოლაშვილი ასრულებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნამდვილმა წევრებმა დაბა ცხინვალიდან გაუგზავნეს საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვეს ამ პირთა წევრებად მიღება უახლოეს დროში, რადგან ცხინვალის მაცხოვრებელთა ჯგუფს განზრახული ჰქონდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება დაბა ცხინვალში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან სამსონ ფირცხალავას ილია მაჭავარიანმა გაუგზავნა დაბა ცხინვალში საზოგადოების წევრობის მსურველთა სია და სთხოვა გამგეობას ამ პირთა წევრებად მიღება.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართულ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის პიესა „ხათაბალა“ წარმოადგინეს. სპექტაკლში მარიამ საფაროვა-აბაშიძისა ნატალიას როლს ასრულებდა.

