რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 14 მარტს ქართველ მსახიობთა ამხანაგობის დასმა ქართულ თეატრში წარმოადგინა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის „მეგობრობა“ და ივანე გედევანის ძე გომართელის „დრამატული საზოგადოების გამგეობის წევრი“.
1910
ტიპი: ავტორობა
1910 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პარიზში მყოფ იაკობ ნიკოლაძეს შეატყობინა, რომ გამგეობას შეუძლებლად მიაჩნდა მისთვის 1 000 მანეთის გაგზავნა ილია ჭავჭავაძის ქანდაკებისთვის, შეახსენა, რომ ამ თანხას საფლავზე ძეგლის გამართვის შემდეგ მიიღებდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრაშუმის თესლის ყიდვა ბათუმში მ. ს. მანუილიდისთან და მ. გ. რუხაძესთან შეიძლებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრაშუმის თესლის ყიდვა სამტრედიაში პორფილე ჭეიშვილთან შეიძლებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრეშუმის თესლის ყიდვა ქუთაისში კონსტანტინე მელაშვილთან შეიძლებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ძმები პასხალიდების აბრაშუმის თესლის ყიდვა ახალ სენაკში ა. ბ. ჩაჩიბაიასთან და გრიგოლ სალაყაიასთან შეიძლებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართულ ენაზე დაიბეჭდა და წიგნის მაღაზია „ალიონის“ გამგე ვასილ გადილიასთან იყიდებოდა გერჰარტ ჰაუპტმანის დრამა „ფეიქრები“.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართველ სცენისმოყვარეთა დასი ვერის სახალხო აუდიტორიაში დრამას „ორცეცხლშუა“ წარმოადგენდა. პიესა ივანე მაჩაბელმა თარგმნა. ბილეთების ფასი 5-დან 25 კაპიკამდე იქნებოდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქართველ სცენისმოყვარეთა დასი ვერის სახალხო აუდიტორიაში დავით აწყურელის ვოდევილს „ცოლ-ქმრობის წინააღმდეგ“ წარმოადგენდა. ბილეთების ფასი 5-დან 25 კაპიკამდე იქნებოდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, კოსინკოვი ვერის სახალხო აუდიტორიის ადმინისტრატორად მუშაობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, მოსკოვში შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის განხილვაზე კავკასიის დეპუტატი კარლო ჩხეიძე შთამბეჭდავი სიტყვით გამოვიდა. გამოსვლას გამოეხმაურნენ დუმის დეპუტატები: მაკლაკოვი და ნ. ნ. ლვოვი (განახლების პარტიიდან).
1910
ტიპი: ნასამართლეობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ვენეციაში მოკლული ტარნოვსკაიას საქმეზე მსჯავრდებულ პრილუკოვს ვენიდან ჩასული ვექილი, როზენფელდი იცავდა.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, სამსახურიდან გადადგა ფინეთის ლოცმანთა უწყების უფროსი გენერალი შემანი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტექნიკოს კუზნეცოვს თბილისში ბოლეროს აეროპლანით აფრენა ჰქონდა გადაწყვეტილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ტრამვაის სამსახურის დირექტორი ბატაილი ქალაქის გამგეობას გადასაჯდომი ბილეთების საკითხის მოგვარებას სთხოვდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, შ. შაბანოვმა პოლიციას განუცხადა, რომ რ. დ. შაბანოვს მისმა ნოქარმა, ი. იახ-ოღლიმ დიდი რაოდენობით ფული გასტაცა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ა. ი. რუდკოვამ პოლიციას ევდუკია დმიტრევას დანაშაულის თაობაზე მიმართა.
1910
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ევდუკია დმიტრევა თბილისელი მარჩიელი იყო.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 12 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ავსტრიის მოქალაქე ე. შარკოშესი გოლოვინის პროსპექტზე ლ. ბუმახისს მანქანით დაეჯახა.

