საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87657

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილსა და დავით გიორგის ძე ერისთავს ქართული დრამატული საზოგადოების ძველი მმართველობისაგან უნდა ჩაებარებინათ საქმეები და ქონება – ბიბლიოთეკა, აქსესუარები და გარდერობი, რაც ორასი-სამასი თუმნის ღირებულების იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 21 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „დემეტრეს ჩივილი“.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს დეპარტამენტის თანამშრომელი კუზმა ივანეს ძე მულინი იყო გუბერნიის მდივანი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 20 იანვარს ერევნის მოედანზე გრიგოლ ალიბეგოვის ჩაის მაღაზია გაძარცვეს და ჩაი ყუთებით გაიტანეს.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს დავით გიორგის ძე ერისთავი თავადი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მანთაშოვი იყო ვაჭარი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 14 იანვარს გრიგოლ მანთაშოვმა პოლიციაში განაცხადა, რომ ტყავების საწყობიდან მოჰპარეს 400 თუმნის ღირებულების სხვადასხვაგვარი ტყავი. მას ეჭვი ჰქონდა ვანო არუთინოვზე. მოპარული საქონელი აღმოაჩინეს პარუნბეგოვის ქარვასლაში და საქმე გამოსაძიებლად გადასცეს გამომძიებელს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიგოლ მანთაშოვი შუა ბაზარში ალექსანდრე მანთაშოვის სახლებში ფლობდა ტყავის საწყობებს.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 18 იანვრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პარუნბეგოვი თბილისში ფლობდა ქარვასლას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილის ფელეტონი „ძველი ქართული ოჯახი“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბათუმში ჩავიდა ამერიკის საკონსულოს აგენტი ჯეიმს ჩემბერი.

1884

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს ამერიკის საკონსულოს აგენტი ჯეიმს ჩემბერი კავკასიაში იმყოფებოდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჯეიმს ჩემბერი ამერიკის საკონსულოს აგენტად იყო დანიშნული ბათუმში და იქ ცხოვრობდა. მას თბილისისა და ფოთისთვისაც უნდა მიექცია ყურადღება.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ერთ-ერთი პეტერბურგული გაზეთი იტყობინებოდა, რომ კავკასიაში ჩაის მოყვანის საქმე წარმატებით მიდიოდა და დ. ამირაღოვი გეგმავდა ზაფხულში ჩაის პლანტაციები გაეშენებინა. მას ჩინეთიდან უნდა გამოეწერა ჩაის ხეები და ჩამოეყვანა მუშები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ნიკოლოზ გაბრიელის ძე ჭიჭინაძე იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. ამირაღოვი იყო ვაჭარი.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის მრჩეველი მიხეილ ივანეს ძე გოლოვინი იყო თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო განყოფილების წაარმომადგენელი სასამართლოსა და საერთაშორისო საქმეში.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს გენერალ-მაიორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მურავიოვი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს სახელმწიფო ქონების, ტყეების, სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს დიმიტრი დოროთეს ძე ფილიპოვი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს საერთო განყოფილებაში რეგისტრატორად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ოსიცკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს საერთო განყოფილებაში რეგისტრატორად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კანცელარიის ჩინოვნიკი გრიგოლ ნიკოლოზის ძე თუმანოვი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს საერთო განყოფილებაში რეგისტრატორად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს ტიტულიანი მრჩეველი კუზმა ივანეს ძე მულინი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს საერთო განყოფილებაში რეგისტრატორად მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს კოლეგიის ასისტენტი ივანე აბრაამის ძე იუდინი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს მიწის განყოფილებაში მოლარედ მუშაობდა.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს VII კლასის კოლეგიის ასისტენტი თევდორე ვასილის ძე გლობა თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს მიწის განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.

1876

ტიპი: თანამდებობა

1876 წელს V კლასის სახელმწიფო მრჩეველი ალექსანდრე ვლადიმერის ძე კოსტენსკი თბილისის მეფისნაცვლის მთავარი საბჭოს მიწის განყოფილების საქმისმწარმოებელი იყო.