რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში სასწავლებლად ჩასულს ერთადერთი თუმანი ნაცნობმა პორუჩიკმა მ-ძემ გამოართვა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში უფულოდ დარჩენილს მრევლიშვილი დაეხმარა და ისეთი ბინა უშოვა, სადაც წინასწარ გადახდა არ იყო საჭირო.
1910
ტიპი: მფლობელობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, ვარშავაში სასწავლებლად ჩასულს მხოლოდ თუმანი ჰქონდა ჯიბეში.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ სოსო ლაღიაშვილმა მოკლა თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ჩუდეცკი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი ეპისკოპოს პაისიმდე იყო პავლე ჩუდეცკი.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორი იყო ეპისკოპოსი პაისი.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლისას მას ჰყავდა მეგობარი სოსო ლაღიაშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში, სოსო ლაღიაშვილის მიერ მოკლული სემინარიის რექტორი ჩუდეცკი არავის შესცოდებია.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ვარშავაში სასწავლებლად წასულს გემით პირველმა მგზავრობამ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება შესძინა, ვიდრე სემინარიაში ექვსი წლის განმავლობაში სწავლამ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ვარშავაში სასწავლებლად წასულს ცხოვრებაზე დაკვირვებამ გაუფართოვა აზროვნება.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი იხსენებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ მას სამრევლო სკოლაში მასწავლებლობა სურდა, მაგრამ ამისთვის ვერ მიუღწევია.
1910
ტიპი: თანამდებობა
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მესამე წელს მის კლასში აღმზრდელად მისულა ვასილ ბარნოვი.
1910
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი მადლიერებით იხსენებს ვასილ ბარნოვს, რომელიც მას აღმზრდელად და დამრიგებლად მოევლინა თბილისის სასულიერო სემინარიაში, სადაც გამეფებული იყო ათასგვარი სისაძაგლე.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში ყოველგვარ უმსგავსობას ახალისებდნენ უფროსები და მოწაფეებსაც ითრევდნენ.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილი შიო არაგვისპირელის ავტობიოგრაფიის თანახმად, თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის მესამე წელს კლასის დამრიგებელმა ვასილ ბარნოვმა მას მოწაფეთა ბიბლიოთეკა ჩააბარა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში მოწაფეთა ბიბლიოთეკაში საქმიანობით სულდგმულობდა.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სასწავლო პროგრამა საკმაოდ ვრცელი ყოფილა, მაგრამ საგნებს უკუღმართად ასწავლიდნენ და აძულებდნენ მოსწავლეებს.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წელს დაწერილ ავტობიოგრაფიაში შიო არაგვისპირელი აღიარებდა, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში მისი სწავლის პერიოდში, მიუხედავად მისი ღვთისმოყვარეობისა, მას საღმრთო სჯულის, მღვდლისა და საყდრის ხსენება ზიზღს ჰგვრიდა, რადგან საღმრთო საგნებს დამახინჯებულად ასწავლიდნენ და წირვა-ლოცვაც უწესო გზით და ძალდატანებით ტარდებოდა.

